,,ყოვლადწმინდა სამების სახელობის ქართული აკადემია” სკოლის მოსწავლეებს უნიკალურ შანს აძლევს
,,ყოვლადწმინდა სამების სახელობის ქართული აკადემია” მე-9, მე-10 და მე-11 კლასდამთავრებულებს გაძლევთ უნიკალურ შანს ისწავლოთ და ერთდროულად მიიღოთ სკოლის ატესტატი პლუს პრესტიჟული ორენოვანი (ქართულ-ინგლისური ნიმუშის) დიპლომი, რომელიც აღიარებულია სახელმწიფოს მიერ და აგრეთვე ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.
სპეციალობები:
- ფარმაცევტული პრეპარატების წარმოება (ფარმაცია),
- ბუღალტერია (კომპიუტერული ბუღალტერია),
- ინტერნეტტექნოლოგი (ვებ-სპეციალისტი; ვებ-დიზაინი),
- კრიმინალისტიკა (გამოძიების მეთოდები და დაქტილოსკოპია)
სკოლაში გადმოსვლა შესაძლებელია მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში, შეუზღუდავად. 12-კლასდამთავრებულები კი მიიღებიან ნებისმიერ სპეციალობაზე.
,,ყოვლადწმინდა სამების სახელობის ქართულ აკადემიაში” შეიძლება ექსტერნის ფორმით კლასიდან კლასში გადასვლა და ატესტატის მიღება. რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, ისინი სახელმძღვანელოებს მიიღებენ უფასოდ და ექნებათ ფასდაკლება სწავლის საფასურზე.
პირი, რომელიც ისწავლის ერთდროულად სასკოლო და პროფესიულ პროგრამებზე თავისუფლდება სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან. წარჩინებული მოსწავლეები და პროფესიული სტუდენტები კი იღებენ სტიპენტიას (65) ლარის ოდენობით.
სასწავებელს აქვს მჭიდრო კონტაქტები თავისი სპეციალობის მიხედვით მეწარმე- დამსაქმებლებთან, რაც საშუალებას გვაძლევს თითქმის ყველა წარჩინებული დავასაქმოთ.სწავლის საფასურის დაფარვა შეიძლება ყოველთვიურადაც.
საკონტაქტო ინორმაცია: თბილისი, ზაზიაშვილის ქუჩა # 1, მე-4 სართული (ყოფილი მონტინის ქუჩა) სავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ („ნახალოვკაში“-დადიანის ქუჩაზე), ვებ-გვერდი: www.sameba.edu.ge
ტელ: 2 95 20 16; 574 05 06 12; 591 40 50 60; 591 40 50 60