GE
HR მენეჯმენტის / ოფისის მენეჯმენტის ექსპრეს კურსები
ღირებულება: 350 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაცია

ბიზნეს ინოვაციის და ტექნოლოგიის აკადემია - BITA გთავაზობთ: ოფისის მენეჯმენტის და HR მენეჯმენტის ექსპრეს კურსებს.

სასწავლო პროგრამა გათვლილია იმ პირთათვის, რომელთაც სურვილი აქვთ იმუშაონ ორგანიზაციებში ოფისის თუ ადმინისტრაციულ მენეჯერებად; ასევე უკვე დასაქმებული ოფის-მენეჯერებისათვის, რომლებსაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება ბიზნეს კომუნიკაციების  წარმოებასა და ადამიანური რესურსების ეფექტურად ადმინისტრირებაში.

პროგრამის შინაარსი:

  • ოფისის მენეჯმენტის არსი და მიზნები;
  • ორგანიზაციის SWOT და PEST ანალიზი;
  • ხელმძღვანელობა და ლიდერობა, გუნდური მუშაობა;
  • კონფლიქტებისა და სტრესების მართვა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • ორგანიზაციული კულტურა, ორგანიზაციული ცვლილებების მართვა;
  • საქმის წარმოება.

ადამიანური რესურსების  მენეჯმენტი /HRM/

სწავლების ფორმატი: სწავლების პროცესში ხდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, კერძოდ: დისკუსია/დებატები, შემთხვევის ანალიზი (Case study), ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება - თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.

ტრენინგის მიზნები:

  • ტრენინგის მონაწილეებს შეასწავლოს ადამიანური რესურსების მენეჯმენტის (HRM-ის) არსი, მიზნები, სისტემები, ტექნოლოგიები;
  • გაააზრებინოს HRM-ის ძირითადი პრინციპები, ორგანიზაცია, ლიდერობა, მოტივაცია, თანამშრომლობა და HRM-ის სხვა ძირითადი საკითხები;
  • შეასწავლოს პერსონალის სწავლების პრინციპები და მართვითი მიდგომები;
  • გააცნობიერონ ადამიანური რესურსების გამოყენებასთან, ფორმირებასა და ხარისხობრივ სრულყოფასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის თანმიმდევრული გადაწყვეტისათვის აუცილებელი წინაპირობების შექმნა, პროფესიული ამოცანების პრაქტიკული შესრულების დროს პრობლემის გადაწყვეტის უნარის გამომუშავება.
  • დაახელოვნოს HRM-ის თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკულ ასპექტებში.

პროგრამის შინაარსი:

  • HRM-ის არსი, მიზნები, სისტემების დახასიათება;
  • ადამიანური რესურსების მართვის ფუნქციები, შეფასების კრიტერიუმები;
  • საკადრო პოლიტიკის სახეები და ეტაპები;
  • HRM-ის კომპონენტები: კადრების მოზიდვა/რეკრუტირება, შერჩევა, კადრების სოციალიზაცია;
  • შესრულებული სამუშაოს შეფასება;
  • ორგანიზაციული კულტურა და ეთიკა;
  • კონფლიქტებისა და სტრესების მართვა;
  • მოტივაცია და ლიდერობის კონცეფცია  HRM-ში.

სწავლების ფორმატი:

სწავლების პროცესში ხდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, კერძოდ: დისკუსია/დებატები, შემთხვევის ანალიზი (Case study), ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება - თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.

ლექტორი:

  • პროფესორი მაია ივანიშვილი
  • პროფესორი მაია სანიკიძე

სრული კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ გაიცემა ქართულ - ინგლისური სერტიფიკატი.

ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმება

ჩვენი ტრენინგ აკადემია თანამშრომლობს ბევრ კომპანიასთან, რათა საუკეთესო კურსდამთავრებულებს შესთავაზოს ღირსეული სამუშაო. სწავლების მთელი ჩვენი მეთოდოლოგია აგებულია აქტუალურ პრაქტიკულ მომენტებზე, რომლებიც სამუშაო პროცესში ყოველდღიურად გვხვდება. ამიტომ, თქვენთვის ადვილი იქნება საკუთარი თავის ახალ პოზიციაზე ინტეგრირება. ამისათვის საკმარისია სწავლის პროცესის მიმართ მაქსიმალურად საპასუხისმგებლო მიდგომა და ბოლოს თქვენ დაჯილდოვდებით დამსაქმებლის ინტერესით.

დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი იანვარი 2025
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები