GE

სულხან-საბას ქ. 1/5                       ტელ.: (+995) 32 272 87 87           ელფოსტა: birchadze12@gmail.com
თბილისი, საქართველო                          (+995) 32 218 06 10           ვებგვერდი: http://www.nbacademy.ge
                                                                      (+995) 593 73 70 43
                                                                      (+995) 32 214 66 43

მეტი
ბუღალტერიის სრული კურსი + Excel 2019 საჩუქრად!

სწავლება ონლაინ!

ტრენინგ ცენტრი NB გთავაზობთ ბუღალტერიის სრულ 3-თვიან კურსს + ექსელის კურსს საჩუქრად!

კურსი შედგება ოთხი საფეხურისგან: 

  • პირველი საფეხური: ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო  სტანდარტებით. 
  • მეორე საფეხური: კომპიუტერული ბუღალტერია ORIS; INFO; SUPERFIN (არჩევით). 
  • მესამე საფეხური: სტაჟირება  კომპანიაში. (რეალური საბუთების დამუშავება) 
  • მეოთხე საფეხური: ექსელის კურსი

მსმენელებს გადეცემათ სასწავლო ლიტერატურა, თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების ამოცანათა კრებულები!

კურს უძღვება10-წლიანი სტაჟის მქონე პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტერი მარიამ ბერიძე.

პირველი საფეხური - თეორია:

  • საწარმოთა ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმები
  • ანგარიშთა გეგმა
  • სალაროსა და ბანკის ოპერაციები
  • მარაგის აღრიცხვისა და თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდები.
  • მოთხოვნებისა და ვალდებულებების აღრიცხვა. 
  • ავანსებისა და უიმედო ვალების აღრიცხვა.
  • უკანდაბრუნებული საქონლის აღრიცხვა. რეალიზაციის და დღგ-სკორექტირება.
  • ხელფასებისა და დივიდენდების აღრიცხვა.
  • იჯარის აღრიცხვა.
  • წარმოების პროცესის აღრიცხვა. პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • მატერიალური და  არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
  • კურსთაშორისი სხვაობების აღრიცხვა.
  • ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება
  • დროებითი სხვაობების აღრიცხვა
  • ბალანსის შედგენა

მეორე საფეხური: ORIS-ი; INFO; SUPERFIN -ბუღალტერიის შესწავლა (არჩევით):

  • ახალი ორგანიზაცის შექმნა. ანალიზური პერიოდის დაყენება. სასტარტო ნაშთების დასმა.
  • ორგანიზაციის ასლის აღება და გახსნა პაროლის დადება, მოხსნა.
  • ანგარიშთა გეგმაში ახალი ანგარიშის დამატება და ქვეანგარიშების შექმნა.
  • სასაქონლო ანგარიშების შექმნა, საწყობის დამატება.
  • ორგანიზაციებთან  მუშაობა, მათი დამატება ანგარიშთა გეგმაში (დებიტორ, კრედიტორები), ანგარიშვალდებული პირები, მათი ანგარიშების გახსნა.
  • ხელფასის დარიცხვა და გაანგარიშება, სახელფასო უწყისების შედგენა და მათი ბეჭვდა.
  • ძირითადი საშუალებების ბარათის შექმნა, მათი მიღება, ცვეთის დარიცხვა, სასტარტო ნაშთად დასმა, ჩამოწერა, აფასება, ჩამოფასება.
  • მოგება-ზარალის ფორმირება.
  • ბალანსის შედგენა, საცდელ ბალანში  ანგარიშების  დამატება, გადასახურ  ანგარიშებში ანგარიშების დამატება.
  • საოპერაციო  პერიოდის დახურვა და გახსნა.

მესამე საფეხური: სტაჟირება კომპანიაში:

  • სტაჟირებას გაივლით კონკრეტული ორგანიზაციების რეალური საბუთების მაგალითებზე,  როგორცაა მომსახურების,  ვაჭრობა-იმპორტის ისე წარმოების სფერო.
  • შეისწავლით შემდეგი დოკუმენტაციის დამუშავებას:
  • სალაროს წიგნის წარმოება; სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები;
  • ბანკის ამონაწერის დამუშავება,
  • სასაქონლო ზედდებულების, ქვე- ზედნადებების (დისტრიბუციის სფერო) და ანგარიშ ფაქტურების შევსება ელექტრონულად RS.ge-ზე. სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების კორექტირება  საქონლის უკანდაბუნების დროს.
  • ხელფასის უწყისის შედგენა; მივლინების, შვებულებისა და დეკრეტულის გაანგარიშება.
  • ყოველთვიური დეკლარაციების (დღგ, აქციზი, საშემოსავლოს და თვის განაცემთა ინფორმაციის დეკლარაციების შევსება- ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე.
  • ძირითადი საშვალებების ცვეთის გაანგარიშება
  • დროებითი სხვაობების განხილვა.
  • ყოველწლიური დეკლარაციების (მოგების; ქონების, წლიური საშემოსავლოს) შევსება ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე.
  • კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ: მთავარი ბუღალტრის, რიგითი ბუღალტრის, მოლარე-ოპერატორის საქმიანობას. დამოუკიდებლად შეძლებენ საწარმოში მომხდარი ფაქტების საფუძველზე, შესაბამისი პირველადი დოკუმენტების შედგენა-დამუშავებას, ფინანსური შედეგის გამოყვანას და საგადასახადო ელექტრონულ დეკლარირებას RS.ge-ზე

Microsift Excel 2019 ექსელის კურსი საჩუქრად.

მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით, დილის შუადღისა და საღამოს ჯგუფებში!

სრული კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე (40 ლექცია). მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლიობა - 1 სთ. 

სრული კურსის ღირებულება:

(3 თვე) 2-5 კაციან ჯგუფებში - 600 ლარი
ინდივიდუალურად - 800 ლარი 
თანხის გადახდა შესაძლებელია სამ ეტაპად

კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, რის შემდეგაც გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი აპრილი 2020
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები