ბუღალტერიის ტრენინგ კურსები
ტრენინგ ცენტრი "NB" გიწვევთ ბუღალტერიის ტრენინგ კურსებზე.
თქვენ შეისწავლით ბუღალტრულ აღრიცხვას საერთაშორისო სტანდარტებით+უფასო კომპიუტერული ბუღალტერიას- ორისს.
შესაძლებელია ორგანიზაციებში მისვლაც და კომპიუტერული ბუღალტერიის ორისის ადგილზე შესწავლაც.
მსმენელები შეისწავლიან თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიას საერთაშორისო სტანდარტებით, ბასის პროგრამით.
მსმენელები შეისწავლიან თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიას საერთაშორისო სტანდარტებით, ბასის პროგრამით.
თემატიკა:
- ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპები;
- ბუღალტრული აღრიცხვის სახეები;
- ანგარიშთა გეგმა;
- სალაროს ოპერაციები;
- ბანკის ოპერაციები;
- მოთხოვნის აღრიცხვა;
- ვალდებულებების აღრიცხვა;
- სასაქონლო მატერიალური მარაგის აღრიცხვა;
- წარმოების პროცესის აღრიცხვა;
- პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია;
- გაყიდვების აღრიცხვა;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
- არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
- ინვესტიციების და ობლიგაციების აღრიცხვა;
- თამასუქების აღრიცხვა;
- ხელფასთან დაკავშირებული ოპერაციები;
- შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
- გუდვილისა და იჯარის აღრიცხვა;
- ფინანსური სედეგის 9მოგება-ზარალის) გაანგარიშება;
- საცდელი ბალანსის შედგენა.
პრაქტიკულ ბუღალტერიაში ისწავლით სხვადასხვა საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოებას, როგორიცაა: სალაროს წიგნის წარმოება, სალაროს შემოსავლის ორდერი, სალაროს გასავლის ორდერი, ბრუნვითი უწყისი, ხელფასის უწყისი, დღგ-ს გადახდის დეკლარაცია, მოგების გადახდის დეკლარაცია, ქონების გადახდის დეკლარაცია, საგადასახადო დავალება, სასაქონლო ზედდებული, ანგარიშ-ფაქტურა, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საგად ასახადო ვალდებულება, საგადასახადო ანგარიშგება, საშემოსავლო და მოგების გადასახადები, დღგ, აქციზი, საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ, საქართველოს შრომითი კოდექსი, შრომითი ხელშეკრულების დადება, გამოსაცდელი ვადა, მივლინება, სამუშაო დროის ხანგძლივობა, უქმე დღეები, შვებულება, შრომის ანაზღაურება, დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან.
სრული კურსის ხანგრძლივობა: 20 ლექცია. მეცადინეობები ტარდება ყოველდღე ან კვირაში სამჯერ, მცირერიცხოვან (5 კაციან) ჯგუფებში და ინდივიდუალურად.
ღირებულება:
- ჯგუფური მეცადინეობები: 200 ლარი. (თეორიული, პრაქტიკული და ორისს ბუღალტერია)
- ინდივიდუალურად - თეორიული, პრაქტიკული ბუღალტერია, Oris: 300 ლარი.
- ინდივიდუალურად - კომპიუტერული ბუღალტერია - Oris: 80 ლარი; SuperFin-100 ლ. info-100ლ.
ტესტირების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს