GE
პრაქტიკული ბუღალტერია
"NB " აკადემია გიწვევთ პრაქტიკული ბუღალტერიის შემსწავლელ კურსებზე.

კურსზე დაიშვებიან ის მსმენელები, რომლებმაც იციან თეორიული ნაწილი და რომელიმე ბუღალტრული პროგრამა (orisi; info)

მსმენელი უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზაციის რეალური საბუთებით. სტაჟირებას გაივლის მთავარი ბუღალტრის ზედამხედველობის ქვეშ.

კურს უძღვება 10-წლიანი სტაჟის მქონე პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტერი მარიამ ბერიძე.

სტაჟირება კომპანიაში: სტაჟირებას გაივლით კონკრეტული ორგანიზაციების რეალური საბუთების მაგალითებზე, როგორცაა მომსახურების, ვაჭრობა-იმპორტის ისე წარმოების სფერო.
 
შეისწავლით შემდეგი დოკუმენტაციის დამუშავებას:
  • სალაროს წიგნის წარმოება; სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები;
  • ბანკის ამონაწერის დამუშავება,
  • სასაქონლო ზედდებულების, ქვე- ზედნადებების (დისტრიბუციის სფერო) და ანგარიშ ფაქტურების შევსება ელექტრონულად RS.ge-ზე. სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების კორექტირება საქონლის უკანდაბუნების დროს.
  • ავანსის ანგარიშფაქტურები და მათი მიბმა დეკლარაციებზე.
  • ხელფასის უწყისის შედგენა; მივლინების, შვებულებისა და დეკრეტულის გაანგარიშება.
  • ყოველთვიური დეკლარაციების (დღგ, აქციზი, მოგება, საშემოსავლოს და თვის განაცემთა ინფორმაციის დეკლარაციების შევსება- ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე.
  • ძირითადი საშვალებების ცვეთის გაანგარიშება
  • დროებითი სხვაობების განხილვა.
  • ყოველწლიური დეკლარაციების ქონების, წლიური საშემოსავლოს) შევსება ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე.
კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ: მთავარი ბუღალტრის, რიგითი ბუღალტრის, მოლარე-ოპერატორის საქმიანობას. დამოუკიდებლად შეძლებენ საწარმოში მომხდარი ფაქტების საფუძველზე, შესაბამისი პირველადი დოკუმენტების შედგენა-დამუშავებას, ფინანსური შედეგის გამოყვანას და საგადასახადო ელექტრონულ დეკლარირებას RS.ge-ზე

მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით, დილის შუადღისა და საღამოს ჯგუფებში!

სრული კურსის ხანგრძლივობაა 1 თვე (12 ლექცია).
მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ.
ლექციის ხანგრძლიობა - 1 სთ.
 
სრული კურსის ღირებულება:
(3 თვე) 2-5კაციან ჯგუფებში - 250 ლარი
ინდივიდუალურად - 350 ლარი 

კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, რის შემდეგაც გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის აუცილებლად დარეკეთ მითითებულ ნომრებზე. 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები