გამარჯობა,
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს ეს რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს. მათივე ინფორმაციით, პრეტესტზე გასვლის ვალდებულება არ გაქვთ, თუმცა ის ძალიან გეხმარებათ გამოცდის პროცესთან ადაპტაციაში. რეალურად პრეტესტი პროგრამის მუშაობის გამოცდაა და თქვენი დახმარება, რომ მოერგოთ გარემოს. ასევე პრეტესტის დროს კითხვები ყველა გამოცდის (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია) პროგრამიდან მოგდით და მისი დასრულების შემდეგ ქულაც არ იწერება. ასე, რომ იყავით მშვიდად და გისურვებთ წარმატებას. პრეტესტი ჩატარდება გამოცდების დაწყების წინა დღეს. აქაა განრიგი:
მე -11 კლასის გამოსაშვები გამოცდების განრიგი საგნების მიხედვით – 2016–17 სასწავლო წელი