GE

+1 ხმა
გამარჯობა,

მაქსიმუმ რამდენ კითხვას უნდა ვუპასუხო სწორად მე-11 კლასისი „cat”-ზე რომ ზღვარი გადავლახო და არ ჩავიჭრა და ასევე 10 ქულა რომ მივიღო ყველა კითხვას სწორად უნდა ვუპასუხო

1 პასუხი

გამარჯობა სოფო,

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ (ანუ, როგორი სირთულის და დისკრიმინაციის) დავალებებს შეასრულებს მოსწავლე სწორად და რომელ დავალებებს უპასუხებს არასწორად - საბოლოო შეფასება დამოკიდებულია არა მხოლოდ სწორი პასუხების რაოდენობაზე, არამედ იმ შეკითხვების სირთულისა და დისკრიმინაციის ხარისხზე, რომლებიც მოსწავლეს მიუვიდა. 

თუმცა შეიძლება ითქვას, რომ საშუალოდ 40-დან 15-16 დავალებაზე სწორი პასუხის გაცემა საკმარისი იქნება ზღვრის გადასალახად. პროგრამა ისეა მოწყობილი, რომ რაც უფრო მეტ შეცდომას უშვებს მოსწავლე, მით უფრო მარტივი დავალებები მისდის. შესაბამისად, თუ მან კომპეტენციის მინიმალურ ზღვარზე დაბალი ქულა მიიღო, ეს ნიშნავს, რომ იმ 3 დავალებების უდიდესი ნაწილი, რომლებიც მას მიუვიდა, იყო ყველაზე მარტივი დავალებები, რაც კი დავალებების ბაზაში მოიპოვება, და მან ამ დავალებების დიდი უმრავლესობა (ორი მესამედი ან მეტი) ვერ გააკეთა.

იხილეთ დაწვრილებით

0 ხმა

პასუხი Jun 9, 2015 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)
რედაქტირებულია Jun 15, 2015 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები