გამარჯობა ნინო,
ასეთი ინფორმაცია დღეის მდგომარეობით არ არსებობს, თქვენს კითხვაზე პასუხს მას შემდეგ მიიღებთ, რაც დაიხურება ფაკულტეტების არჩევის ცვლილების ფანჯარა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვიდრე აბიტურიენტებს აქვთ უფლება, რომ შეცვალონ თავდაპირველად არჩეული ფაკულტეტი, რაოდენობის დაანგარიშება და არც ის, თუ ვის რომელი უწერია პირველ ადგილზე, არ ხდება. რაც შეეხება ცვლილებების ფანჯრის დახურვას, ეს მოხდება გამოცდებისა და სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, იქამდე თქვენ გექნებათ საშუალება, შეცვალოთ თქვენი არჩევანი. რაც შეეხება მიმართულებების პოპულარობას იურიდიული წელსაც ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტია: რომელი პროფესიები ლიდერობს 2015 წელს აბიტურიენტებში
წარმატებები :)