ტექსტის რედაქტირებაში 2018 წლის აბიტურიენტებს ნაკლები შეცდომის პოვნა მოუწევთ
„აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ტექსტის რედაქტირების დავალებაში მომავალი წლის აბიტურიენტებს ნაკლები შეცდომის პოვნა მოუწევთ“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა ჯამბურიამ განუცხადა. როგორც ცნობილია, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების ტესტებში გარკვეული შინაარსობრივი სიახლეები განხორციელდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ეს ცვლილებები ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, საკუთარი უნარები უკეთესად გამოავლინონ.
უფრო დეტალურად, რა ცვლილებებზეა საუბარი ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტურ დავალებებში, რაზე გააკეთებენ აქცენტს ნაშრომების გამსწორებლები და იცვლება თუ არა მაქსიმალურ ქულათა ოდენობა? – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ჯამბურია ესაუბრა.
„ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის არც მაქსიმალური ქულა იცვლება და არც დავალებები, იცვლება მხოლოდ შეფასების სისტემა. პირველი დავალება ტესტში არის ტექსტის რედაქტირება. აქ იქნება შეცდომების გასწორება, აბიტურიენტმა უნდა მოძებნოს შეცდომები და გაასწოროს, სტილისტური ხარვეზები უნდა იპოვოს. მომავალი წლიდან აქ იქნება ცოტა ნაკლები შეცდომა დაშვებული და ცოტა ნაკლები იქნება ტექსტის მოცულობაც. ადრე თუ იყო ვთქვათ ნახევარი გვერდი, ახლა უფრო ნაკლები იქნება და ჩვენი ვარაუდით, ცოტა ნაკლები დრო დასჭირდება ამ დავალების შესრულებას. იცვლება აღნიშნული დავალების შეფასებაც და 20-ის ნაცვლად იქნება 16.
„რაც შეეხება მეორე დავალებას, სადაც ასევე მცირე ცვლილებაა, ესაა არგუმენტირებული ესე. მას დაახლოებით ერთ გვერდს, ხანდახან უფრო მეტს წერდნენ ხოლმე ბავშვები. აქ უფრო მეტად გამოჩნდება შემოქმედებითი ნიჭი და ანალიტიკური აზროვნების უნარი. ამ შემთხვევაში 4 ქულა მოემატა მეორე დავალებას და 20-ის ნაცვლად გახდა 24. ნიმუშები გამოქვეყნებულია და სასურველია, რომ მასწავლებლებმა და აბიტურიენტებმა ეს ყველაფერი გაითვალისწინონ“, – განგვიცხადა კახა ჯამბურიამ.
ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი შეფასების კრიტერიუმებზეც საუბრობს და აბიტურიენტებს რჩევას აძლევს თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ტესტებზე მუშაობის დროს.
„არგუმენტირებული ესეს შეფასების დროს უფორ მეტი ყურადღება მიექცევა მსჯელობის არაშაბლონურობას, კრიტიკულ აზროვნებას. ამ დავალების შესრულების დროს საჭიროა სათანადო არგუმენტების მოყვანა. ჩვენ ბოლო წლების პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ცოტა იშტამპებოდა ეს დავალება. მასწაველბელები და ლექტორები ცდილობდნენ, რომ ბავშვებისთვის რაღაც დაზეპირებული შაბლონები მიეცათ. სიტყვაზე, ალუდა ქეთელაურს იშველიებდა ყველა მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს სათაურთან რამე კავშირში.
„ამდენად, შეფასების დროს, უფრო მეტი ყურადღება გადავა იმაზე, რადენად ზუსტად გამოიყენებს აბიტურიენტი არგუმენტებს და როგორ ააგებს ესეს, მნიშვნელოვანი იქნება დამოუკიდებელი აზროვნება. გარდა ამისა, დამატებული იქნება კიდევ ერთი კრიტერიუმი -ფაქტობრივი სიზუსტე. ფაქტობრივ შეცდომას თუ დაუშვებს აბიტურიენტი მას 24 ქულიდან ერთი ქულა დააკლდება. ფაქტობრივ შეცდომაში იგულისხება მაგალითად ილია ჭავჭავაძე მე–18 საუკუნის მოღვაწეაო რომ დაწეროს აბიტურიენტმა. დავუშვათ მწერლის სახელში რომ შეეშალოს ერთი ასო – ეს არ არის ფაქტობრივი შეცდომა,“-განმარატავს კახა ჯამბურია.
2018 წლის აბიტურიენტები გამოცდაზე საკუთარი კალმით მისვლას შეძლებენ
რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება