გამარჯობა,
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის პროცესს არეგულირებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. მობილობა წელიწადში ორჯერ ხორციელდება შემოდგომასა და გაზაფხულის სემესტრებში. შემოდგომის სემესტრის მობილობა უკვე დასრულდა, რაც შეეხება გაზაფხულის მობილობას, როგორც ხარისხის განვითარებაში ამბობენ დაახლოებით იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში გამოცხადდება.