GE

შემოდგომის სემესტრის მობილობის ლიდერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია

2015-16 წლების საშემოდგომო სემესტრის მობილობაში მონაწილეობის უფლება 3510 სტუდენტს მიენიჭა.

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის, ნინო წერეთელის ინფორმაციით, შემოდგომის სემესტრის მობილობაში მონაწილეობა 63 უმაღლესმა სასწავლებელმა მიიღო და 13 797 ვაკანტური ადგილი დარეგისტრირდა. აღნიშნული უნივერსიტეტებიდან 18 სახელმწიფო, ხოლო 45 კერძო უნივერსიტეტი იყო.

მისი თქმით, 5137 სტუდენტმა გააკეთა განაცხადი ელექტრონულ პორტალზე, რომელთაგან მხოლოდ 4254 მსურველს დაუდასტურდა განაცხადი. ამასთან, მისივე განმარტებით, ელექტრონული პოტრალი არ არის საბოლოო ვარიანტი, არამედ პროცესი შემდგომაც გრძელდება, რის საფუძველზეც, დადებითი დასკვნა საბოლოოდ 3510-მა სტუდენტმა მიიღო.

როგორც წერეთელმა “პირველ პრესკლუბში” განმარტა, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა  ცენტრმა შედეგები 24 აგვისტოს დადო, რომლის მიხედვით, 2015-16 წლების საშემოდგომო სემესტრის მობილობის შედეგები ტოპ 5 ადგილის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

ყველაზე მეტი განაცხადი იქნა გაკეთებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტში, სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტში – სეუ, თსუ-ში და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ფაკულტეტების მიხედვით კი პირველი 5 ადგილი ასე გამოიყურება: პირველ ადგილს სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტი -სეუ იკავებს ბიზნესის მართვის ფაკულტეტით, შემდეგ მოდის ილიაუნის ბიზნესის სკოლა, შემდეგი ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია მეცნიერების და ხელოვნების ნფაკულტეტი, მეოთხე ადგილზეც იგივე უნივერსიტეტი გავიდა სამართლის სკოლადა ბოლო, მეხუთე ადგილზეა ტექნიკური უნივერსიტეტი სატრანსპორტო და მანქანათ შენებლობის ფაკულტეტით.

პროცენტულად ერთ ადგილზე ყველაზე დიდი კონკურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იყო – 1 ადგილზე 4 ადამიანით მედიცინის ფაკულტეტზე, შემდეგი იყო თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე ერთ ადგილაზე სამი ადამიანით, თეატრისა და კინოხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტსი კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტზე მოდიოდა 3 ადამიანი და ასევე 3-3 ადამიანი იყო ილიას სამართლის სკოლასა და მეცნიერება და ხელოვნებაზე.

რაც შეეხება პროგრამების მიხედვით,  პირველ ადგილას ყველაზე დიდი რაოდენობა გამოცხადებული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტში  – ბიზნეს სკოლა,  შემდეგია ასევე  ილიაუნი შემდეგი მიმართულებით, ესაა: ბიზნესის სკოლა, მეცნიერება და ხელოვნების ფაკულტეტი და სამართლის სკოლა. მეოთხე-მეხუთე ადგილას გახლავთ ტექნიკური უნივერსიტეტი – სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის და ინფორმატიკისა და მართვის სისტემები.

ყველაზე მაღალი კონკურსი თსუ-ს ეკონომიკა და ბიზნესის პროგრამაზე დაფიქსირდა, რომელზეც ერთ ადგილზე 5 ადამიანი მოდიოდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ასევე 5 ადამიანი, მერე მოდის კონსერვატორია -საშემსრულებლო 4 ადამიანი ერთ ვაკანტურ ადგილზე, თსუ მეორდება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერები და ბოლოს, ტექნიკური უნივერსიტეტში ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის პროგრამაზე ერთ ადგილას 4 ადამიანი იყო.

რაც შეეხება იმას, თუ  სად გადავიდა და საიდან გადმოვიდა ყველაზე მეტი სტუდენტი, უნივერსიტეტები შემდეგნაირად გადანაწილდნენ: 

ყველაზე მეტი გადავიდა სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ 670 სტუდენტი,  ტექნიკური უნივერსიტეტი – 484, მესამე ადგილზე გავიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 312 სტუდენტით , სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 214  და ბოლო არის თსუ 167 სტუდენტით.  სტუდენტების ყველაზე დიდი რაოდენობა კი გავიდა   თსუ-დან – 697 სტუდენტი,  ტექნიკური უნივერსიტეტიდან – 280 სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან- 179, ხოლო კავკასიის უნივერსიტეტიდან  116 სტუდენტი გადავიდა.

ამასთან, როგორც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსმა,  ნინო წერეთელმა განმარტა, აღნიშნული ციფრები ოდნავ შეიძლება შეიცვლება მას შემდეგ, რაც მობილობის პროცესი 10 ოქტომბერს მთლიანად დამთავრდება.

კანონმდებლობით ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორე უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტებს გადასვლის უფლება წელლიწადში ორჯერ აქვთ. მობილობის პროცესი 3 ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი ესაა – უნივერსიტეტების მიერ ვაკანტური ადგილების დარეგისტრირება, მეორე ეტაპი -თავად სტუდენტების მიერ ელექტრონულ პორტალზე განაცხადის განთავსება და ბოლო ეტაპია, როდესაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შედეგად დადებით ან უარყოფით დასკვნას გასცემს თითოეულ სტუდენტთან მიმართებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური