GE

0 ხმა
გამარჯობა . მე ვარ სეუს ჯურნალისტიკის პაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი მეორე სემესტრიდან მინდა გადასვლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამავე ფაკულტეტზე და მაინტერესებს როგორ ხდება გადმოსვლა და გადასახადი რამდენი იქნება ასევე საგნებთან დაკავშირებით შემეცვლება თუ არა რაიმე

1 პასუხი

გამარჯობა ნინი,

როგორც განათლების ხარისხის განვიტარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, თუ სტუდენტს ერთი წელი აქტიური სტუდენტის სტატუსი არ აქვს, ის ვერ ისარგბლებს მობილობით, რაც ნიშნავს, რომ, თუ თქვენ პირველ კურსზე ხართ, მეორე სემესტრიდან სხვა უმაღლესში მობილობით ვერ გადახვალთ. მას შემდეგ, რაც დახურავთ სწავლების ერთ წელს, და არ გექნებათ არც საგნობრივი და არც ფინანსური დავალიანება, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოდგომის სემესტრის მობილობით, რომელიც 2016 ლის აგვისტოს თქვეში გამოცხადდება. მობილობა ხდება ვებ-გვერდზე www.eqe.ge და რეგისტრაციის გადასახადი არის 40 ლარი.

რაც შეეხება საგნებსა და სწავლის გადასახადს, აღნიშნულის თაობაზე თავად ის უნივერსიტეტი გიპასუხებთ ინდივიდუალურად, რომელში გადასვლაც გაქვთ გადაწყვეტილი, თუმცა მათ დაჭირდებათ თქვენი დეტალური მონაცემები წინა უმაღლესიდან.

პასუხი Nov 2, 2015 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები