100 და 200 ლარიანი დახმარებები ერთი და ორი წლით – რომელ ბავშვებს შეუძლიათ პროგრამით სარგებლობა

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ბავშვებისთვის ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.
სოციალური მომსახურების საააგენტოს დღევანდელი ინფორმაციით, პროგრამის მოსარგებლეა 2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული ბავშვი (საქართველოს მოქალაქე), რომლის ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.
ფულადი დახმარების დასანიშნად საჭიროა ბავშვის ბიოლოგიური დედის/ოჯახის განცხადება, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ასევე ყველა საჭირო დოკუმენტაცია, წარედგინება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს.
რა სახის დოკუმენტები უნდა დაერთოს განცხადებას
- ბავშვის/ბავშვების მშობლების ან კანონიერი წარმომადგენელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი)
- მაძიებლისა და სხვა შვილების დაბადების მოწმობები
- მშობლის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
რა ოდენობისაა ფულადი დახმარება
- პირველ და მეორე შვილზე ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად -100 ლარი
- მესამე ან მომდევნო ბავშვზე ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად – 200 ლარი
- მეორე და მესამე ტყუპის შემთხვევაში ერთ-ერთ ტყუპისცალს ერთი წლის განმავლობაში
ყოველთვიურად – 100 ლარი, ხოლო მეორეს – ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად – 200 ლარი
სოციალური მომსახურების საააგენტოს განმარტებით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის დახმარება დოკუმენტაციის წარდგენიდან, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ინიშნება.
-
15 ბავშვის მოწამვლის შემდეგ საბავშვო ბაღში მოკვლევა ტარდება by ინფოLIFE
-
ფულადი ჯილდოები მასწავლებლების, მოსწავლეებისა და აღმზრდელებისთვის – რას ითვალისწინებს ფოთის საკრებულოს დადგენილება by Slider
-
სახალხო დამცველი: პრობლემურია გოგონების მხრიდან განათლების მიღების შეწყვეტა, 2022 წელს 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა by Slider