14 აპრილს ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება
„ენა, რაც არ უნდა მდიდარი იყოს, პატრონი თუ არ ეყოლა, შეიძლება მოკვდეს და გაქრეს. ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ბავშვებო, დედაენაში შედედებულია, კონცენტრირებულია, განივთებულია და გამჟღავნებულია ჩვენი ერის სამასწლიანი კულტურა. დედაენა სახარებაა ბავშვებისა, საქართველოს უწმინდეს მამათა მიერ დაწერილი, შექმნილი და შედგენილი, ამიტომ ერი და ენა ჩვენთვის ერთი და იგივეა. რაოდენ დიდი ბედნიერებაა ბავშვებო, რომ თქვენ, დედაქალაქში გაგაჩნიათ სვეტი, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ და დადოთ ფიცი ერთგილებისა, ერისა და დედაენის შინაშე. დადოთ ფიცი მსგავსად ჯარისკაცებისა, რომლებიც ეამბორებიან ხოლმე ერის დროშის ფარჩას. მაგრამ თქვენ ბავშვებო, არავინ არ დაგიჯერებთ ამ ფიცს და სიყვარულს თუ მსგავსი მოკრძალებით, სიყვარულითა და სათნოებით არ მოეპყრობით სხვა ერებსა და ენებს, რადგან მზის ქვეშ არ არსებობს ხალხი და ენა, რომელიც ღირსი არ იყოს სხვათაგან მოკრძალებისა და პატივისცემისა და ვიცი თქვენ არ გაგიჭირდებათ ამ ცნებების შეთვისება, რადგან იგი თქვენი კეთილშობილი წინაპრების სისხლითა და საქმით გაქვთ ნაკარნახევი და გადმოცემული“.
44 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, ამ სიტყვებით მიმართა ნოდარ დუმბაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მომიტინგეებს, რომლებიც წინ აღუდგნენ საბჭოთა გადაწყვეტილებას, დაეკარგა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი. ეს იყო მასობრივი გამოსვლა.
14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება.
ქართული ენა მსოფლიოში ყველაზე რთული ენების ხუთეულში მოხვდა
მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა
ამ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. მათ სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. შემდეგ კი 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.
მოამზადა მზეო შველიძემ
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE