ქართული ენა მსოფლიოში ყველაზე რთული ენების ხუთეულში მოხვდა
ინტერნეტ-პორტალმა The Culture Trip-მა მსოფლიოში ყველაზე რთული ენების სია გამოაქვეყნა, სადაც ქართული ენა მეხუთე პოზიციას იკავებს. Aris.ge-განათლება სტატიის სრულ თარგმანს გთავაზობთ:
10 ყველაზე რთული ენა მსოფლიოში
უცხო ენის გაკვეთილის პირველი დღე, შესაძლოა, საკმაოდ დამთრგუნველი აღმოჩნდეს, როცა წიგნს გადაშლი და დაინახავ გვერდებს, სავსეს გაურკვეველი ასოებითა და სიმბოლოებით. თუმცა, პირველ დღეს მოაქვს ამოუცნობი სიმბოლოების საიდუმლოს ამოხსნისა და მათი ჩვენს არსენალში დამატების ოპტიმიზმი. მათთვის, ვისაც განსაკუთრებით უყვარს ენების შესწავლა, ვთავაზობთ 10 ყველაზე რთულ ენას.
1. იაპონური
Foreign Service Institute-მა, იაპონური ენა ინგლისურენოვანი ხალხისათვის ყველაზე რთულად შესასწაველ ენად დაასახელა. ეს მოსაზრება ეფუძნება როგორც ენის სპეციფიკას, ასევე ენის კულტურულ ასპექტსაც, რომელიც მის შესწავლას ახლავს თან. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ყველაზე რთული ენა სწორედ იმ ქვეყანას ეკუთვნის, რომლის კულტურაც დასავლური ცივლიზაციისათვის რთულად გასაგებია და გასათავისებელია. გრამატიკული კუთხით, იაპონური ინგლისურისაგან რადიკალურად განსხვავდება. იგი ენების საკუთარ, იაპონურ-რიუკიულ ოჯახს მიეკუთვნება და ლექსიკა არ ჰგავს სხვა ენებისას, თუ ნასესხებ სიტყვებს არ ჩავთვლით. ანბანის ნაცვლად, იაპონური დამწერლობის სისტემა შედგება სიმბოლოებისაგან, რომელიც აღებულია ჩინურიდან და დამატებულია ორი განსხვავებული მარცვალი. თუ შეხვდებით ინგლისურენოვან ადამიანს, რომელმაც იაპონურში დაოსტატება შეძლო, შეგიძლიათ, შექების ნიშნად ხელი ჩამოართვათ.
2. კორეული
კორეულად მსოფლიოში 80 მილიონი ადამიანი საუბრობს. კერძოდ, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა და ჩინეთში. ისტორიკოსი ლინგვისტები კორეულს იზოლირებულ ენას უწოდებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ენა ვერც ერთ სხვა ლინგვისტურ ოჯახს ვერ მიაკუთვნეს. შესაბამიად, ლექსიკაცარ არის სხვათა მსგავსი. ყველაფერი აქ არ მთავრდება. დამწერლობა, რომელსაც „ჰანგული“ ჰქვია, შეიქმნა სპეციალური დაკვეთით და აერთიანებს ანბანისა და მარცვლების ისეთ უნიკალურ კომბინაციას, რომლის ანალოგიც არ არსებობს. კიდევ ერთ საინტერესო ფაქტი კორეულ ენასთან დაკაშირებით არის მეტყველების 7 საფეხური, რომელიც გამოიხატება სიტყვის განსხვავებული დაბოლოებებით და იცვლება სიტუაციის ფორმალობიდან გამომდინარე, უშუალოდ საუბრის დროს.
3. არაბული
არაბულის შესწავლისას ყველაზე მარტივი ანბანია, რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს. არაბული სიტყვების მსაგვსი არც ნანახი და არც მოსმენილი არ გექნებათ და მხოლოდ წერას არ ვგულისხმობთ. არაბულ ენაში სიტყვები შედგება სიტყვის ფუძეზე დამატებული ბგერების კომბინაციებისაგან, რომელიც ხშირად სამი თანხმოვანისაგან შედგება. ფუძეზე დართული ბგერების სტრუქტურა განსაზღვრავს გრამატიკულ ფორმას, მხოლობითსა და მრავლობითს, სქესს, ა.შ., რაც სიტყვას რეალურ მნიშვნელობას სძენს. თუ ამის შესწავლას შეძლებთ, მაშინ რეალურად მხოლოდ არაბულის ლიტერატურული, წერითი ნაწილი გეცოდინებათ. არაბულად მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მრავალ ქვეყანაში საუბრობს, ამიტომ, გასაკვირი არ იქნება, თუ აღმოაჩენთ რომ არაბულის სხვადასხვა დიალექტზე მოსაუბრე ადამიანებს ერთმანეთის არ ესმოდეთ.
4. პოლონური
პოლონურად მსოფლიოში 40 მილიონი ადამიანი საუბრობს, მაგრამ ამ სიაში წარმოდგენილი სხვა ენებისაგან განსხვავებით, ცოტა ადამიანი თუ სწავლობს პოლონურს, როგორც უცხო ენას. პოლონური ენის სირთულე რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარეობს. პირველი ფაქტორი მისი გამოთქმაა. ისეთი მარტივი სიტყვის წარმოთქმაც კი, როგორიც გამარჯობაა – ‘cześć’, უცხოელებისათვის კოშმარულია, რადგან რთულია გამოთქვა ‘cz’-ის კომბინაცია, სისინა ‘ś’, რომელსაც მოსდევს ასევე სისინა ‘ć’ (სხვათაშორის ‘s’ და ‘c’ საერთოდ არ გამოითქმის ინგლისურის მსგავსად). ამიტომაც აქვს პოლონურს „აგრესიული“ ენის სახელი. მეორე ფაქტორი გრამატიკული კომპლექსურობაა. გრამატიკული გარემოების სწორად გაგებაც კი რთულია ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთათვის. პოლონურს 7 გარემოება აქვს და თითოულ მათგანზე გავლენას ახდენს სქესი. პოლონურ ენას 7 გრამატიკული სქესი აქვს და არა მხოლოდ ორი, როგორც ენების უმეტესობას. არსებითი სახელის უარყოფა შესაძლებელია 7 განსხავებული გზით და რიცხვით სახელს 17 ფორმა აქვს. დიახ, არსებობს 17 გზა, თუ როგორ წარმოვთქვათ ციფრი „ექვსი“. სცადეთ, თქვათ პოლონური ენის გასატეხი: ‘W Szczebrzeszynie chrząszcz brzmi w trzcinie i Szczebrzeszyn z tego słynie’. ახლა კი მოუსმინეთ, თუ როგორ გამოითქმის რეალურად.
5. ქართული
ნამდვილად ვერ ნახავთ ბევრ ინგლისურენოვან უცხოელს, ვინც გადაწყვეტს შეისწავლოს ენა, რომელზეც 4.3 მილიონი ადამიანი საუბრობს სამხერთ კავკასიაში მდებარე – Georgia-ში. Georgia ქართულად Sakartvelo-ა და იწერება, როგორც „საქართველო“. ქართულის შესწავლისას პირველ რიგში ელფური დამწერლობის მსგავსი ანბანის სწავლა მოგიწევთ. ამის შემდგომ იწყება მთელი „გართობა.“ გარდა იმისა, რომ ქართული არ მოგვაგონებს არც ერთ სხვა ენას და აქვს აგლუტინაციური გრამატიკული სტრუქტურა, ქართული ბგერები ინგლისურენოვან მოსაუბრეებს საკმაოდ დააბნევს, რადგან ქართველები იყენებენ ბევრ ყიისებრ გამოთქმას, რომელიც თითქოს თან ერთმანეთს ჰგავს (მაგალითად p და ‘p, რომელიც იწერება “ფ“ და „პ“), მაგრამ საერთოდ სხვანაირად ჟღერს. ქართველები არ არიან მიჩვეული უცხოელების მიერ მათ ენაზე საუბარს, ამიტომ ცოტა გაუჭირდებათ თქვენი გაგება, სანამ კარგად არ დახვეწავთ თქვენს მეტყველებას.
6.მანდარინი
მანდარინი, ანუ სტანდარტული ჩინური ენა, მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ ყველაზე დიდი ქვეყნის, ჩინეთის ოფიციალური ენაა. ენის შესწავლა ინგლისურად მოსაუბრე უცხოელებისათვის სრული გამოწვევაა. ვიეტნამურის მსგავსად, ზმნებს არ აქვთ ყველა დრო. თუ ინგლისურში არსებობს სხვადასხვა დრო, რომელიც მოქმედების პერიოდს გვიჩვენებს, ჩინურში ყველაფერს მიყვება დროის განმსაზღვრავი კონკრეტული სიტყვები, როგორიცაა: გუშინ, ხვალ. ჩინურ ენას აქვს ტონი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი და იმავე ბგერის განსხვავებული ინტონაციით წარმოთქმისას ორ სრულიად სხვადასხვა სიტყვას მივიღებთ. ჩინური დამწერლობის სირთულე ყველასათვის არის ცნობილი. ანბანის ნაცვლად, რაც გვეხმარება, რომ ფიქსირებული ასოებით გამოვსახოთ ბგერები, მანდარინი იყენებს სიმბოლოებს, რომლებიც ცალკეულ სიტყვებს აღნიშნავს. მთელი ცხოვრება რომ შეალიოთ ჩინური სიმბოლოების შესწავლას, ყველას მაინც ვერ ისწავლით. ჩინეთში მეორე წამყვანი ენა – კანტონური, მანდარინთან ახლო მდგომი ენაა და ასევე ძალიან რთულად დასაუფლებელია. მიუხედავად ამ ორი ენის ლინგვისტური სიახლოვისა, ამ ენებზე მოსაუბრეები ერთამეთს სათქმელს ვერ გააგებინებენ.
7.უნგრული
ევროპული ენების უმეტესობა ერთი ენობრივი ოჯახიდან მოდის, რომელიც ინდო-ევროპულის სახელითაა ცნობილი. ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება უნგრული ენა, რომელიც ენების შესწავლის ყველაზე გულმოდგინე მსურველსაც საგონებელში ჩააგდებს. უნგრული ფინურ-უგრული ენაა, რომელზეც 12 მილიონი ადამიანი საუბრობს. იგი წარმოადგენს აგლუტინაციურ ენას, რაც ნიშნავს იმას, რომ ინგლისურად მოსაუბრეებმა უნდა დაივიწყონ მათი წარმოდგენა სიტყვებისა და წინადადებების გამოყენებაზე. მაგალითად ფრაზა: „ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად“, უნგრულში ერთ სიტყვადაა შერწყმული და შემდეგნაირად იწერება: ‘barátnőmmal’. ამ სიტყვის ბოლო ნაწილი გამოხატავს „თან“-ს და უნგრული ენის 18 გარემოებიდან ერთერთია. გრამატიკის ეს ფენომენი, კიდევ ერთ საკამოდ რთულ ენაზე, რუსულზე, მოსაუბრე შემსწავლელებსაც ერთულებათ, მაშინ, როცა რუსულ ენაში 6 გარემოებაა.
8. ტაილანდური
ტაილანდურად 20 მილიონი ადამიანი საუბრობს. ენა ტაი-კადაის ენობრივ ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს სამხრეთ აზიისა და სამზრეთ ჩინეთის 95 ენას. იმის მიუხედავად, რომ ინდო-ევრუპული ენიდან – სანსკრიტიდან, ბევრი რამ არის გადმოღებული, საშუალო სტატისტიკური ინგლისურენოვანი სტუდენტისათვის ტაილანდური ბევრი სირთულის გამო, მაინც რთულ ენად რჩება. ტაილანდური ენის ანბანიც კი საშუალოზე რთულია. იგი 44 თანხმოვნის, 15 ხმოვანისა და 4 მახვილისაგან შედგება, რომელიც ტონს განსაზღვრავს. სალაპარაკო და წერილობითი ტაილანდური ორ სხვადასხვა რეესტრს განეკუთნება, რომელიც სოციალური კონტექსტის მიხედვით გამოიყენება. ცუდი ისაა, რომ ბევრი რამ უბრალოდ უნდა დაიზეპიროთ, კარგი კი – თუ ტაილანდურს შეისწავლით, არც ლაოსურის გაგება გაგიჭირდებათ.
9. მონღოლური
ენას, რომელზეც 6 მილიონზე ნაკლები მონღოლეთში მცხოვრები ეთნიკურად მონღოლი და ჩინეთში მცხორები მონღოლები საუბრობენ, ვერაფრით ვერ გადაეყრები, თუ სპეციალურად არ დაინტერესდები მისით. მაშინ კი საკმაო დროის დათმობა მოგიწევთ მის შესასწავლად. ანბანი, რომელიც ზემოდან ქვემოთ იწერება, საკმაოდ მომხიბლავი დასაწყისია ენის სწავლის პროცესში. მონღოლური დამწერლობა 1941 წლიდან კირილურ სტილზე გადავიდა, რამაც ქვეყანაში განათლების დონე საკმაოდ აამაღლა. მონღოლურს ახასიათებს (ასევე უნგრულსაც და ფინურსაც) ხმოვანთა ჰარმონია, რაც გულისხმობს ხმოვანთა ჯგუფებში კალსიფიკაციას იმისდამიხედვით, თუ რა ადგილზე ათავსებ ენას მის წარმოსათქმელად. სხვადასხვა ჯგუფის ხმოვანებს, როგორც წესი, ერთ სიტყვაში გვერდი-გვერდ ვერ გამოიყენებ.
10. ფინური
ფინური ენა ფინურ-უნგრული ოჯახიდანაა და უნგრული ენის „ბიძაშვილია“ ჩრდილოეთიდან. ფინური, უნგრულის ბევრ მახასიათებელს იზიარებს, თუმცა აქვს სამით ნაკლები, 15 გარემოება. უნგრულის მსგავსად, ფინურში ერთ ასო და კომბინირებული ასოთა შეთანხმება განსხვაებულად გამოითქმის, რაც უცხოელებს ენის გაგებას და გააზრებას ურთულებს. რამდენიმეწუთიანი განსხვავება ბგერების წარმოთქმისას სულ სხვა სიტყვებს იძლევა. მაგალითად tuuli – ქარი და tuli – ცეცხლი. ამ აგლუტინაციური წესის გამო, ფინური სიტყვები, შესაძლოა, აბსურდულად გრძელი გახდეს და იმაზე მეტი მნიშვნელობა შეიძინოს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ეგონება უცხოელს. ფინური წააგავს ესტონურ ენას, თუმცა ორი ენა არ არის ორმხრივად გაგებადი. თუ მოახერხებ და შეისწავლი ამ ენას, შეგიძლია იამაყო, რომ იცი ენა, რომელზე დაყრდნობითაც ჯ.რ.რ. ტოლკინმა ელფური ენა შექმნა.
ავტორი: ლენი სილინჯერი
თარგმანი: ანი ნემსიწვერიძე
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება