15 ბავშვის მოწამვლის შემდეგ საბავშვო ბაღში მოკვლევა ტარდება

ბოლნისის საბავშვო ბაღში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს. როგორც სააგენტოს მიერ დღეს, 7 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, საუბარია 15 ბავშვის სავარაუდო კვებით ინტოქსიკაციაზე.
მათივე ცნობით, არაგეგმიური შემოწმება მიმართვის შემდეგ დაიწყო.
“სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფი ბოლნისის მუნიციპალიტეტის N6 საბავშვო ბაღში (მის: ტაბიძის ქ.N44), არაგეგმურ ინსპექტირებას ახორციელებს. შემოწმება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე მიმდინარეობს. შემოწმების პროცესში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია შეტყობინებაში დასახელებული სურსათის/ნედლეულის ნიმუშები. ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ, საზოგადოებას დამატებით ეცნობება”, – წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
-
100 და 200 ლარიანი დახმარებები ერთი და ორი წლით – რომელ ბავშვებს შეუძლიათ პროგრამით სარგებლობა by ინფოLIFE
-
ფულადი ჯილდოები მასწავლებლების, მოსწავლეებისა და აღმზრდელებისთვის – რას ითვალისწინებს ფოთის საკრებულოს დადგენილება by ინფოLIFE
-
სახალხო დამცველი: პრობლემურია გოგონების მხრიდან განათლების მიღების შეწყვეტა, 2022 წელს 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა by ინფოLIFE