16 მილიონი დოლარის პროექტი, რომლის ფარგლებში ბათუმის საზღვაო აკადემიაში 4 პროფესიული პროგრამა განხორციელდება
2017 წლის 18 მაისს სასტუმრო ჰილტონის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით, მილენიუმის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” (ISWD) საგრანტო პროექტის ფარგლებში გაიმართა ბიზნეს კონფერენცია თემაზე „მომავალს ვქმნით დღეს“.
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
პროექტი, რომლის მონაწილე არის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით და მიისწრაფვის განავითაროს და აამაღლოს პროფესიული განათლების ხარისხი საქართველოში ინდუსტრიისა და დამსაქმებლთა მოთხოვნების შესაბამისი ახალი პროფესიული კვალიფიკაციების შემუშავების ხელშეწყობის გზით.
პროექტის ფარგლებში საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრში უნდა განხორციელდეს ოთხი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის დასაქმების სააგენტოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, MCA-GEORGIA, MCC -Millennium Challenge Corporation წარმომადგენლები. ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები: საკრუინგო და სამშენებლო კომპანიებიდან.
ფორუმი ატარებდა ანგარიშგებით ხასიათს და მისი მიზანი იყო გაეცნო დამსწრე საზოგადოებისათვის აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის არსებული შესაძლებლობები, მომავლის გეგმები და პროექტის ფარგლებში დღემდე განხორციელებული აქტივობები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდას პროფესიული განათლების განვითარების საქმეში.
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები