პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულმა საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთოს ან ჩარიცხვის უფლებას დაკარგავს
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო ეტაპი იწყება.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დღეს, 25 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა 26-დან 29 ივნისის ჩათვლით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე – vet.ge – საბოლოო არჩევანი უნდა დაადასტურონ, სხვა შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება აღარ ექნებათ.
ვის ეხება საბოლოო არჩევანის გაკეთება:
აპლიკანტებმა, რომლებმაც რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიეს და ერთზე მეტ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს, საბოლოო არჩევანი მხოლოდ იმ ერთ პროგრამაზე უნდა გააკეთონ, რომელზეც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ.
ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტები პლატფორმაზე ასევე მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი რეიტინგული ქულისა და რეიტინგულ სიაში დაკავებული ადგილის შესახებ.
“განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მოუწოდებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ ყველა აპლიკანტს, დროულად გაეცნონ საკუთარ რეიტინგულ ქულასა და რეიტინგულ სიაში დაკავებულ პოზიციას პლატფორმაზე – vet.ge და დადგენილ ვადაში დაადასტურონ საბოლოო არჩევანი. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აპლიკანტი შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას დაკარგავს”, – აცხადებენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
ცნობილია, რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია უმაღლესის გარდა პროფესიული განათლების პროგრამაც
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 19 742 პირი ჩაირიცხა გასულ წელს – რას ამბობს პრემიერ-მინისტრი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა