2017 წლის მასწავლებელთა გამოცდის აპელაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნების წესი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას 2017 წლის ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდაზე ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი და შეფასების შეცვლის (მომატება/დაკლება) შემთხვევაში გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე.
განაცხადები მიიღება 2017 წლის 7 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით. ქ.თბილისში – მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან – 18:00 სთ-მდე. რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
- ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
იხ. განაცხადის ფორმა
იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური გადახდილია:
- საბანკო დაწესებულებაში, საფასური დაბრუნდება გადამხდელის ან აპლიკანტის ანგარიშზე;
- გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით,) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.
-
ახალი საათობრივი ბადე და განათლების სამინისტროს მითითებები სკოლებს – ორი დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
ავარიულობის მიზეზით სწავლის შეწყვეტის შემდეგ, 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა აქცია გამართეს
by ARIS.GE-განათლება
-
შეცვლის თუ არა მოსწავლეების შედეგებს მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები – სპეციალისტის მიგნებები
by ARIS.GE-განათლება