GE

2018 წლის აბიტურიენტებისთვის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს 15:00 საათზე დაიწყება – პროცედურები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცის ვადებისა და საგამოცდო ცენტრების შესახებ ისაუბრა.

მაია მიმინოშვილის თქმით, 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია 5 მარტიდან 15:00 საათზე დაიწყება და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.gov.ge და online.naec.ge) უნდა გაიარონ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ. 30 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნება.

“აბიტურიენტებმა ჯერ უნდა გაიარონ რეგისტრაცია სრულად და შემდეგ უნდა აირჩიონ საგამოცდო ქალაქი. ისინი რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ საგამოცდო ქალაქს ვერ შეცვლიან, მაგრამ შეუძლიათ ცვლილებები განახორციელონ სასწავლებლების ჩამონათვალში, საგამოცდო ენის კუთხითაც და ასევე არჩეული საგნების კუთხითაც შეიტანონ ცვლილებები. (იგულისხმება არჩევითი საგნები).

“რეგისტრაციის მეორე ეტაპი გასტანს 15 მაისამდე. 15 მაისის შემდეგ აბიტურიენტებს არ ექნებათ შესაძლებლობა შეცვალონ გამოცდის ენა.

“რეგისტრაციის მესამე ეტაპი გასტანს სავარაუდოდ 15 აგვისტომდე. ჩვენ სხვა წლებისგან განსხვავებით გავახანგრძლივეთ რეგისტრაციის მესამე ეტაპი, რაც განპირობებული იყო გარკვეული მიზეზებით. მოგეხსენებათ, რომ დიდ უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს ავტორიზაცია–აკრედიტაციის პროცესი, აკრედიტაციის ცენტრი შესაძლოა, არაგეგმიურად შევიდეს კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში. ამიტომაც რეგისტრაციისას აბიტურიენტები ბუნებრივია იხილავენ იმ უნივერსიტეტებს, რომლებსაც აქვთ ავტორიზაცია და პროგრამებს, რომლებიც აკრედიტირებულია, თუმცა მათი შემოწმების შემდეგ შესაძლოა ეს ჩამონათვალი შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, ყველა აბიტურინტის საყურადღემოდ, მინდა ვთქვა, აუცილებლად მიადევნონ თვალი რეგისტრაციის პერიოდში უნივერსიტეტებისა და პროგრამებთან დაკავშირებულ სიახლეებს, რადგან მათ შეცდომა არ დაუშვან და არ მიუთითონ ისეთი უმაღლესი სასწავლებელი რომელსაც შესაძლოა შეუჩერდეს ავტორიზაცია. ამიტომ გარკვეული პერიოდულობით აუცილებლად უნდა შეამოწმონ უნივერსიტეტბის განახლებული ჩამონათვალი. სავარაუდოდ თუ არა, დიდი ალბათობით უნივერსიტეტების ჩამონათვალი შეიცვლება და უნდა იყვნენ ყურადღებით, რათა არ აირჩიონ უნივერსიტეტი, რომელსაც ავტორიზაცია შეუჩერდება და სადაც ჩარიცხვა ვერ განხორციელდება”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

ამავე თემაზე:

ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2018

მინიმალური გამსვლელი ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm