2019 წლის სკოლის ექსტერნატის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები დადგინდა
2019 წლის სკოლის ექსტერნატის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები დადგინდა. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადების დადგენის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბრძანება გამოსცა.
გამოცდაზე რეგისტრაციის ვადა:
- აპლიკანტები რეგისტრაციას გაივლიან 2019 წლის 18 თებერვლიდან – 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით
გამოცდების ჩატარების განრიგი:
- გამოცდები ჩატარდება დარეგისტრირებულთათვის 2019 წლის 15 მარტიდან 2019 წლის 25 მარტის ჩათვლით.
აპლიკანტები რეგისტრაციას გაივლიან ყოფილი ან მოქმედი სკოლის შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, სკოლის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.
-
რას მიაქცევს ყურადღებას შეფასების კომისია და როგორ დავწეროთ მასწავლებლის წინსვლისთვის სავალდებულო ხედვა – ინსტრუქციები ტრენერისგან
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლის დირექტორობის კანდიდატთა ტესტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს – ბრძანება
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენით გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს მეორადი ჩარიცხვების 2-ჯერ გამოცხადებით – სტატისტიკა
by ARIS.GE-განათლება