GE

28 000 ლიტრი სასმელი წყალი დედოფლისწყაროს საბავშვო ბაღებისთვის – სააღმზრდელო ცენტრს საკვების გარდა წყლის შესყიდვაც უხდება

ქვეყნის ტერიტორიაზე ბაგა-ბაღების გაერთიანებები ხშირად მონაწილეობენ სახელმწიფო ტენდერებში და აღსაზრდელებისთვის საკვებ პროდუქტებსა და სხვადასხვა საჭირო პროდუქციას იძენენ. იმის გამო, რომ რეგიონში სასმელი წყლის პრობლემაა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, საკვების გარდა, ბავშვებისთვის სასმელი წყლის ყიდვაც უხდებათ.

სასმელი წყლის შესყიდვისთვის ელექტრონული ტენდერი აა(ა)იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრმა 7 მაისს, გამოაცხადა, თუმცა ტენდერი ამ ეტაპზე არ შედგა.

შესყიდვის ობიექტია სასმელი წყალი 10 ლიტრიანი პოლიკარბონატის ბოცებით, ჯამში 28000 ლიტრი, რაშიც ცენტრი 8`400.00 ლარის გადახდას აპირებს.

EDU.ARIS.GE– მიერ მოპოვებული სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 30 დეკემბრამდე დასვენების დღეებისა და არდადეგების გარდა, მოთხოვნისამებრ უზრუნველყოს სასმელი წყლის შეტანა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ს/ბაღებში, ბ/ბაღებსა და ადმინისტრაციაში.  სულ 18 დაწესებულებაში. იგი პასუხისმგებელია მიწოდებული საქონლის ხარისხზე, ვარგისიანობასა და დროულობაზე.

დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შესყიდვის მოცემული რაოდენობა არის ზღვრული და ის შეიძლება შემცირდეს საბავშვო ბაღებში ბავშვთა ფაქტიური გამოცხადების საფუძველზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური