აბიტურიენტთა 2018 წლის ცნობარში ცვლილება განხორციელდა – ჩამონათვალს კიდევ ერთი პროგრამა დაემატა
2018 წლის აბიტურიენტთა ცნობარში კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა. სასწავლო პროგრამების ჩამონათვალს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა დაემატა.
გთავაზობთ იმ უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალს, რომლებშიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე გამოცხადდა მიღება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 001;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 010;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 009;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 114;
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 071;
- გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 133;
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 014;
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 012.
აქვე შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს უფლება აქვთ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში სასურველი ცვლილება შეიტანონ. პროგრამების შეცვლის, დამატებისა და წაშლის შესაძლებლობა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთი დღის განმავლობაში ექნებათ.
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სია და ადგილების რაოდენობა – 2018 წელი
-
სხვა მოთხოვნები რექტორისა და დეკანის არჩევისას – „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა
by ARIS.GE-განათლება
-
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 19 742 პირი ჩაირიცხა გასულ წელს – რას ამბობს პრემიერ-მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სქემაში მასწავლებლების გადანაწილება სტატუსების შესაბამისად – 2025 წლის მაჩვენებლები
by ARIS.GE-განათლება