GE

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ 18 მაისს გავრცელდა. ამ თანამდებობას იგი 2019 წლის 31 მაისიდან იკავებდა.

მისივე თქმით, დავითაძე სამოქალაქო სექტორში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.

მინისტრის მოადგილის გამოთავისუფლებული თანამდებობა ზაურ ახვლედიანმა დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე დღეს, 19 მაისს გავრცელდა და მას აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი თავად ადასტურებს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ 30 აპრილს დაინიშნა. სააგენტოს უფროსის თანამდებობა მან წინა დღით დატოვა.

წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური