„ამას ჰქვია მავნებლური პოპულიზმი – სტუდენტების მნიშვნელოვანი უმრავლესობა მაინც ვერ განაგრძობს სწავლას“
“სტუდენტებზე ზრუნვა კარგია, მაგრამ პრობლების გარეგანი ნიშნების გაქრობაზე რომ ხარჯავ რესურს იმის ნაცვლად, რომ მისი რეალური მიზეზების აღმოფხვრაზე ფიქრობდე, ამას ჰქვია მავნებლური პოპულიზმი”, – ასე ეხმაურება განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ.
30 000-მდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ფინანსური დავალიანება გაუნულდება – ირაკლი ღარიბაშვილი
სტუდენტების უმეტესობას იმის გამო არ აქვს დავალიანება და სტატუსი შეჩერებული, რომ ერთჯერადი პრობლემა ჰქონდათ და ვერ შეძლეს გადახდა. მათ, სინამდვილეში, გაცილებით კომპლექსური და დროში განგძობადი პრობლემები აქვთ, როგორიცაა:
- უმძიმესი სოციალური მდგომარეობა;
- რეალობასთან შეუსაბამო სასტიპენდიო და მხარდამჭერი პროგრამები;
- ქალაქებში (განსაკუთრებით თბილისში) ცხოვრების ხარჯების დრამატული ზრდა (ქირა, კვება და ა.შ.);
- ხელმისაწვდომი სტუდენტური საცხოვრებლების არარსებობა;
- სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობის სიმცირე და არაადამიანური პირობები;
- დასაქმებული სტუდენტების მხარდამჭერი საუნივერსიტეტო პროგრამების არარსებობა;
და კიდევ ბევრი სხვა…
შესაბამისად, სტუდენტების მნიშვნელოვანი უმრავლესობა ამ ინიციატივის განხორციელების შედეგად მაინც ვერ განაგრძობს სწავლას და მათ კიდევ მრავალი ახალი სტუდენტი შეუერთდება.
სინამდვილეში, მთავრობამ პრობლემის რეალურად მოგვარებისთვის რესურსი კი არ გაიღო, არამედ უბრალოდ დავალიანების გრაფაში ნული დაწერა. შესაბამისად, შედეგიც იქნება ნული.
ამას ისევ არჩევნებზე კარტოფილის დარიგება ჯობია”, – წერს განათლების ექსპერტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.
- საქართველოს საუნივერსიტეტო საზოგადოება განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერები by ინფოLIFE
- დააკავეს პირი, რომელიც დაინტერესებულ პირებს საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში ჩართვასა და ვიზებს მოტყუებით ჰპირდებოდა by ინფოLIFE
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE