აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 12-15 წლის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) 12-15 წლის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი ბავშვები და მოზარდები კოვიდინფექციისა და მძიმე დაავადების გართულებებისგან“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომისარმა, ჯანეტ ვუდკოკმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია, გამაძლიერებელი დოზა, პირბადის ტარება და დიდი თავშეყრის ადგილების თავიდან აცილება კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდად რჩება.
8 დეკემბერს, BioNTech-მა და Pfizer-მა განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების თანახმად, მათი ვაქცინის 3-დოზიანი კურსი „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ გამანეიტრალებელ ეფექტს უზრუნველყოფს.
წყარო: იმედი tv
-
კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
აირჩევთ თუ არა მოსწავლისთვის დისტანციურ სწავლებას სექტემბერშიც? – უახლესი სტატისტიკა სასწავლო წლის ბოლოს by მოსწავლის მშობელს
-
მშობლები სასწავლო წელს აჯამებენ – იჭყლიტებიან მასწავლებლები და დაზარალდებიან ჩვენი შვილები by ARIS.GE-განათლება