„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში“ ჩართული ბავშვების ასაკი 18 წლამდე გაიზარდა
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში“ ჩართული ბავშვების ასაკის ზრდა 15-დან 18 წლამდე თბილისის მერიის გადწყვეტილებით მოხდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის ხდომაზე განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ დღეისთვის, 2–დან 15 წლის ჩათვლით ბავშვებს, კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი უფინანსდებათ, ხოლო 12-დან 18 წლამდე მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფშიბავშვის მშობლის ან მეურვის ჩართვაც იქნება შესაძლებელი.
„ჩვენ ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწია ცვლილებების განსახორციელებლად. მინდა მადლობა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ ცვლილებების განხორციელებაში იღებდნენ მონაწილეობას. აღნიშნულის შედეგად, თბილისის მერიის დაფინანსებას 18 წლამდე ასაკის მოზარდებიც მიიღებენ. ჩვენ ეს ცვლილებები დარგის სპეციალისტებთან ერთად განვახორციელეთ. მათთან მიმდინარეობდა კონსულტაციები. ბავშვები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას. ერთი ბავშვის დასაფინანსებლად, თვეში ვაუჩერის ღირებულება 400 ლარია. პროგრამაში ცვლილებების განხორციელების შემდეგ, 12–დან 18 წლამდე მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფში, მულტიდისციპლინური ჯგუფის შემადგენლობაში ბავშვის მშობლის ან მეურვის ჩართვაც იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილების მიზანია, მშობლის კონსულტირება, სახლის პირობებში ბავშვის დამოუკიდებელი სწავლებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას“ 2015 წლის ივლისიდან ახორციელებს და დღეისთვის, 1000 ბავშვის მომსახურებაა შესაძლებელი.
პროგრამის ამოქმედების დროს მასში 325 ბავშვი იყო ჩართული.
-
მხოლოდ 11 თვეში 436 სასკოლო ასაკის ორსული დარეგისტრირდა – „არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი გაზრდილია“
by ინფოLIFE
-
ცნობილია, როგორ მოხდება წვევამდელის აღრიცხვაზე აყვანა და მისი სამხედრო სამსახურში გამოძახება – ცვლილება კანონში
by ინფოLIFE
-
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სხვა დანაშაულებისთვის 9 პირს ბრალდება წარუდგინა
by ინფოLIFE