რეგიონები, სადაც სკოლის მანდატურების შესარჩევი ახალი კონკურსი გამოცხადდა – ხელფასი, ვადები და პირობები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებისთვის მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება დღეიდან, 23 სექტემბრიდან დაიწყო და 2 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
შრომის ანაზღაურება 1 500 ლარია (დარიცხული).
ტერიტორიული ერთეულების ჩამონათვალი და ვაკანტური ადგილების რაოდენობა ასეთია:
თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი:
- ქ. თბილისი – 25 ვაკანსია;
- ქ. მცხეთა – 1 ვაკანსია;
- მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ძეგვი – 1 ვაკანსია;
- მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წილკანი – 1 ვაკანსია.
აჭარისა და გურიის ცენტრი:
- ქ. ბათუმი – 5 ვაკანსია;
- დაბა ხულო – 1 ვაკანსია;
- ხელვაჩაური – 1 ვაკანსია.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი:
- ქ. ქუთაისი – 3 ვაკანსია;
- ქ. ჭიათურა – 1 ვაკანსია.
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:
- ქ. ზუგდიდი – 2 ვაკანსია;
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი რიყე – 2 ვაკანსია;
- წალენჯიხა – 1 ვაკანსია;
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემი – 1 ვაკანსია.
ქვემო ქართლის ცენტრი:
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალა – 2 ვაკანსია;
- ქ. თეთრიწყარო – 1 ვაკანსია;
- მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი აზიზკენდი – 1 ვაკანსია;
- ქ. დმანისი – 2 ვაკანსია;
- დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ირგანჩაი – 2 ვაკანსია;
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ნახიდური – 2 ვაკანსია;
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთი – 1 ვაკანსია;
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი რატევანი – 1 ვაკანსია;
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისი – 1 ვაკანსია;
- მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ქეშალო – 1 ვაკანსია;
- ქ. წალკა – 3 ვაკანსია.
კახეთის ცენტრი:
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი იორმუღანლო – 1 ვაკანსია;
- ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანი – 1 ვაკანსია.
სამცხე-ჯავახეთის ცენტრი:
- დაბა ბაკურიანი – 1 ვაკანსია;
- ქ. ნინოწმინდა – 1 ვაკანსია;
- ქ. ახალქალაქი – 1 ვაკანსია.
მანდატურად შეიძლება დაინიშნოს: საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ნასამართლობის არმქონე, სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით, სახელმწიფო ენის მცოდნე, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
იხილეთ: განცხადების წარდგენის ინსტრუქცია, წარსადგენი დოკუმენტები და სარეგისტრაციო ბმული