„ახლა უკვე დოლ-გარმონით ჩავაბარე“ – ცნობილი აბიტურიენტი უნარების გამოცდიდანაც პირველი გამოვიდა
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პოპულარული აბიტურიენტი გიორგი ფირცხალავა, რომელმაც სახელი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან პირველი გამოსვლითა და “ტაშ-ფანდურით” ჩაბარებით გაითქვა, ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდიდანაც პირველი და რაც მთავარია, ისევ თავდაჯერებული გამოვიდა. წინას მსგავსად გამოცდა მან ახლაც უადვილესად შეაფასა და განაცხადა, რომ ვინც მას ვერ დაძლევს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ღირსი არაა.
„მართლა მაგარი ადვილი იყო. არ მოველოდი. ნატურალური რიცხვები იყო, რაღაცა შედარებებიც. ვერბალურიც ძალიან ადვილია, ანალოგიებია, ტექსტში რაღაცებია ჩასასმელი. მეტი არაფერი არ მახსოვს, მაგრამ ადვილი იყო დოლ–გარმონით ჩავაბარე.
„ორჯერ ორი რომ ოთხია, ეგეთი სისულელეები იყო მათემატიკაში. ეგ თუ ვერ დაწერე, რაღა უნდა დაწერო. ყველა საკითხი დავწერე, არაფერი გამომიტოვებია. გამოსაშვებ გამოცდებში უფრო საშინელებები იყო,”-გვითხრა გიორგიმ.
დღეს და ხვალ აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ. პირველ სესიაზე აბიტურიენტთა დაახლოებით 95%–გამოცხადდა. დაგვიანებები კი ამ მომენტისთვის 6–ზე მეტი არ არის.
მოამზადა თაკო მათეშვილმა
-
როდის მეცოდინება გამოცდის დრო და ადგილი? – ინფორმაცია საგამოცდო ბარათის შესახებ 2026 წლის აბიტურიენტებს
by ARIS.GE-განათლება
-
26 მაისის საზეიმო ღონისძიებები და საგანმანათლებლო აქტივობები – პროგრამა რეგიონების მიხედვით
by ARIS.GE-განათლება
-
გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
by ARIS.GE-განათლება