ბაღდათში ჩამოწოლილ მეწყერში სკოლის მოსწავლეები არიან – სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, მაშველებმა 1 პირი გადაარჩინეს და ადგილზე სამი ცხედარი იპოვეს.
მაშველები ისევ ეძებენ 6 ადამიანს, მათ შორის მამას და მის სამ არასრულწლოვან შვილს, რომლებიც სკოლის მოსწავლეები არიან.
შემთხვევის ადგილზე სკოლის წარმომადგენლები, მასწავლებლები მივიდნენ.
მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფი დახმარების ჯგუფი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
-
60 ვაკანსია თბილისში და 36 რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE
-
24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა – გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა
by ინფოLIFE
-
„საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს ხარისხს განათლებაში?“ – დეპუტატი განათლების რეფორმაზე
by ინფოLIFE