ბაღებში მეთოდოლოგიური ინვენტარის განახლებისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, დღეს 27 აგვისტოს განაცხადა, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა ბაგა-ბაღებში პატარებს კეთილმოწყობილი გარემო დახვდეთ.
მისივე თქმით, სიახლეებია მეთოდოლოგიური ინვენტარის განახლების კუთხით – პატარებს სექტემბრიდან ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა.
თბილისის მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამ საბავშვო ბაღში ეზოს ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს, 11 საბავშვო ბაღის შენობას კი სახურავის რეაბილიტაცია უტარდება.
შეგახსენებთ, რომ სააღმზრდელო წელი თბილისის ბაღებში 16 სექტემბერს დაიწყება.
-
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სხვა დანაშაულებისთვის 9 პირს ბრალდება წარუდგინა
by ინფოLIFE
-
60-ზე მეტი ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE
-
ისწავლეთ, როგორ უნდა მოუაროთ თქვენს შინაურ ცხოველს – მოვლა-პატრონობის წესი და ვალდებულებები დამტკიცდა
by ინფოLIFE