ბოლო ზარი 10 არასრულწლოვანი მსჯავრდებულისთვის (+ვიდეო)
20 მაისს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის ბოლო ზარის ღონისძიება გამართა.
სამსახურის ინფორმაციით, წელს პენიტენციურ სისტემაში სკოლა 10-მა არასრულწლოვანმა დაასრულა, 3 მათგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზეა დარეგისტრირებული და უმაღლესი განათლების მიღებას გეგმავს.
იხილეთ ვიდეო
მოსწავლეებს პენიტენციური სამსახურისგან საჩუქრად გადაეცათ სიმბოლური თეთრი მაისურები, რომლებზეც სტუმრებმა მისალოცი წარწერები გააკეთეს. ღონისძიების ფარგლებში გიტარის პედაგოგთან ერთად, მსჯავრდებულების მონაწილეობით შესრულდა მუსიკალური ნომრები; კონცერტი გამართა ჯგუფ „ფრანის“ სოლისტმაც; გამოიფინა მსჯავრდებულთა ნახატები და ხის ნამუშევრები.
პენიტენციურ დაწესებულებებში ფუნქციონირებს არაერთი პროფესიული პროგრამა, სადაც მსჯავრდებულები ახალ პროფესიას ეუფლებიან; მოქმედებს საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“, რომლის ფარგლებში მსჯავრდებული სტუდენტები უმაღლეს განათლებას საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში ონლაინ ფორმატში დისტანციურად იღებენ.
-
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სხვა დანაშაულებისთვის 9 პირს ბრალდება წარუდგინა
by ინფოLIFE
-
60-ზე მეტი ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE
-
ისწავლეთ, როგორ უნდა მოუაროთ თქვენს შინაურ ცხოველს – მოვლა-პატრონობის წესი და ვალდებულებები დამტკიცდა
by ინფოLIFE