ბსუ სტუდენტებს მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამების არჩევანს სთავაზობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსურველებს 14 პროფესიულ პროგრამაზე სწავლას თავაზობს, საიდანაც 10 მოდულურია და 4 საგნობრივი.
პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ დიპლომს.
უნივერსიტეტი სტუდენტებს თავაზობს პროფესიული პროგრამების ფართო არჩევანს, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურას, საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას, დასაქმებასა და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობას. სასწავლო პროცესს წარუძღვება მაღალკვალიფიციური მოწვეული და აკადემიური პერსონალი.
პროფესიულ პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა საერთო რაოდენობაა – 700.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ადმინისტრატორის მამუკა გოგელიას თქმით, მზადდება და იგეგმება შემდეგი პროფესიული პროგრამების განხორციელება: მეფუტკრე; სატყეო საქმე; ელექტრონული და ციფრული მოწყობილობების დაიგნოსტიკოს–შემკეთებელი; ტუროპერატორი; სასტუმრო საქმის სპეციალისტი; ბაგა–ბაღის აღმზრდელი–პედაგოგი; ბუღალტერ–ტექნიკოსი; ღონისძიების მენეჯერი; რესტორნის სერვის–მენეჯერი; საბაჟო საქმის პეციალისტი; ფოტოგრაფია; მევენახეობა–მეღვინეობა; გარემოს დაცვის ტექნიკოსი; სამკურნალო მცენარეების დამამზადებელი;
თუ რა ეტაპები უნდა გაიაროს აპლიკანტმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ პროგრამაზე მოსახვედრად, მამუკა გოგელია ამბობს, რომ რეგისტრაცია შესაძლებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში. ასევე, აპლიკანტებს აქვთ შესაძლებობა, სახლიდან გაუსვლელად, რეგისტრაცია გაიარონ ელექტრონული ფორმით ვებგვერდზე vet.emis.ge
სტუდენტები პროფესიულ პროგრამებზე ჩაირიცხებიან წელიწადში 2-ჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლის შემდგომ კომპეტენციების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, პირი მოიპოვებს სახელმწიფო დაფინანსებას და უფასოდ მიიღებს სასურველ განათლებას“, – განაცხადა EDU.ARIS.GE–თან საუბარში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ადმინისტრატორმა მამუკა გოგელიამ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამები
(R)
-
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით მერაბ ხალვაში აირჩიეს by ARIS.GE-განათლება
-
პროფესიული პროგრამები ბსუ-ში და დასაქმების პერსპექტივა by ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები by ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი