ჩაინიშნა სკოლის დირექტორობის კანდიდატების ტესტირება – ქცევის წესები და დეტალური ინსტრუქცია
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ორგანიზებით, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება ელექტრონული ფორმით 2024 წლის 10 მარტს, ერთ სესიად ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქვეყნებს.
უწყების ცნობით, ტესტირების დაწყების დროა 12:00 საათი და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 5 საათს.
პროცედურა:
დირექტორობის კანდიდატები საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაციისათვის ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ.
დირექტორობის კანდიდატებმა, რეგისტრაციის გავლის მიზნით, ადგილზე უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობა ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი. დაგვიანების, პირადობის მოწმობის ან პასპორტის არქონის შემთხვევაში დირექტორობის კანდიდატები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
საგამოცდო ცენტრების მისამართები
დირექტორობის კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ არაუგვიანეს 2024 წლის 7 მარტისა იხილონ საგამოცდო ცენტრის მისამართი, სადაც უნდა გამოცხადდნენ ტესტირებაზე.
შეგიძლიათ, გაეცნოთ ტესტირების პროცესში მონაწილე დირექტორობის კანდიდატთა ქცევის წესებსა და ტესტზე მუშაობის ინსტრუქციას.
შეგახსენებთ, რომ საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 2024 წლის 19 თებერვლიდან ხელმისაწვდომია.
ცნობილია თითოეულ საჯარო სკოლაში დირექტორობის კანდიდატთა რაოდენობა – დოკუმენტი
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უგამოცდოდ და უფასოდ სწავლის მიზნით 5 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის პასუხი სწავლის დაფინანსებაზე გაჩენილ კრიტიკას – „ამ ვადაში უნდა დააგროვოს სტუდენტმა კრედიტების მინიმუმ 80%“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო