ცნობილია თითოეულ საჯარო სკოლაში დირექტორობის კანდიდატთა რაოდენობა – დოკუმენტი
4 მარტს დასრულდა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატის ელექტრონული რეგისტრაცია და უკვე ცნობილია საჯარო სკოლის დირექტორობის რეგისტრირებულ კანდიდატთა რიცხოვნობა სკოლების მიხედვით.
რეგისტრაციისას მითითებული საჯარო სკოლების დასახელების შეცვლა შესაძლებელი იქნება 5 მარტის 24:00 საათამდე, თუმცა როგორც EDU.ARIS.GE-მ დოკუმენტის გაცნობისას აღმოაჩინა, სკოლების ნაწილში მხოლოდ ერთი კანდიდატია დირექტორობის მსურველი, ნაწილს კი კანდიდატი საერთოდ არ ჰყავს.
იხილეთ სკოლების ჩამონათვალი და კანდიდატების ოდენობა:
მონაცემები თითოეული საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა რაოდენობის შესახებ
ცნობისთვის, ის პირები, რომლებიც ფლობენ საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ მოქმედ სერტიფიკატს, კონკურსს შეუერთდებიან გასაუბრების ეტაპიდან.
საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევის კონკურსის ტესტირების საგამოცდო პროგრამა ითვალისწინებს საკანონმდებლო ბაზასა და პროფესიულ უნარებს (იხ. ტესტის ნიმუში). ტესტირების წარმატებით გავლისათვის დირექტორობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც შეადგენს ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს (48 ქულა).
ამავე თემაზე:
ცნობილია როგორ ჩატარდება სკოლის დირექტორთა შესარჩევი ახალი კონკურსი – წესი დამტკიცდა
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი აზერბაიჯანულ ენაში – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
„უფასოდ სწავლა ყველასთვის მიმზიდველად ჟღერს, მაგრამ…“ – მომავალი მაგისტრები განათლების რეფორმაზე
by ARIS.GE-განათლება
-
დადგინდა რა ეღირება სასკოლო ფორმის ერთეულები ბიჭისთვის და გოგოსთვის – ბრძანება
by ARIS.GE-განათლება