GE

„12 წლის ზემოთ გამოყენების ავტორიზაცია ჩინეთში სინოფარმის ვაქცინამ მიიღო, ჩვენ ველოდებით ჯანმოს რეკომენდაციას“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 12 წლის ზემოთ მოზარდების კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ელოდება. ამის შესახებ მან, 19 აგვისტოს, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია, იმ ქვეყნებში, სადაც ეს პროცესი უკვე დაიწყო, ტარდება ფაიზერის, მოდერნას ვაქცინებით, ასევე ჩინეთში ავტორიზაცია მიიღო სინოფარმის ვაქცინამ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენებისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია უნდა დავიწყოთ. რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეპიდემიის შესაჩერებლად მნიშვნელოვნია, რომ ყველა ასაკობრივი ჯგუფი იყოს თანაბრად მოცული“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამავე თემაზე:

ახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, ჩვენ მოგვიწევდა გადაგვეტანა დისტანციურ რეჟიმში – თამარ გაბუნია

ჩინეთში Sinovac-ის ვაქცინას 3-17 წლის ბავშვებში გამოიყენებენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური