GE

ჩინეთში Sinovac-ის ვაქცინას 3-17 წლის ბავშვებში გამოიყენებენ

ჩინეთმა Sinovac-ის ვაქცინის 3-17 წლის ბავშვებში გამოყენება დაუშვა. ამის შესახებ Sinovac-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა.

„Sinovac-ის ვაქცინა 3-17 წლის ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენებისთვის დამტკიცდა“, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

კომპანიაში არ აზუსტებენ, როდის შეეძლებათ მცირეწლოვან ბავშვებს ვაქცინის მიღება. ვაქცინაციის გრაფიკს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია განსაზღვრავს.

Sinovac-ის წარმომადგენლის თქმით, კომპანიამ დაასრულა ვაქცინის ადრეული გამოცდის ეტაპი ბავშვებსა და მოზარდებში, ხოლო შედეგები სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში მალე გამოქვეყნდება.

1-ელ ივნისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინა Sinovac-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა.

წყარო: imedinews

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური