GE

ახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, ჩვენ მოგვიწევდა გადაგვეტანა დისტანციურ რეჟიმში – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ თუკი ქვეყანაში დღეს არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება სასწავლო პროცესს დაემთხვეოდა, მოსწავლეებს დისტანციურ ფორამტში სწავლა მოუწევდათ და ჯანდაცვის სისტემა სკოლების გახსნაზე რეკომენდაციას არ გასცემდა.

ამის შესახებ მან, დღეს, 19 აგვისტოს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, სწავლის განახლების პროცესისა და სკოლებში დასაქმებულთა, ასევე მოსწავლეთა ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

„ვაქცინაცია სავალდებულო არცერთ შემთხვევაში არ იქნება, ეს არის ნებაყოფლობითი. პაციენტის უფლებებიდან და საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, ეს არის თითოეული პირის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. რაც შეეხება სასკოლო პროცესს, დაწყებაზე ჯერ ადრეა საუბარი. ჯერჯერობით ეპიდემიური სიტუაცია იმდენად მძიმეა, ახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, ჩვენ მოგვიწევდა საუბარი, რომ გადაგვეტანა სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში. მაგრამ როგორ განვითარდება ეპიდემიური სურათი იმ დროისთვის, როდესაც სწავლის დაწყების თარიღი მოახლოვდება, ჩვენ თავიდან ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ დღეს, 19 აგვისტოს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 921 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 58 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 471 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 9.95%.

ამავე თემაზე:

„ჩინეთში სინოფარმის ვაქცინამ 12 წლის ზემოთ გამოყენების ავტორიზაცია მიიღო, ჩვენ ველოდებით ჯანმოს რეკომენდაციას“

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური