ჯეჯელავა დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს მუშაობას – გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერმინისტრის ინფორმაციით, შესაძლოა, ჯეჯელავამ საქმიანობა დიპლომატიურ სამსახურში განაგრძოს. ეს განცხადება კვირიკაშვილმა ფინანსთა და განათლების ახალ მინისტრებთან შეხვედრაზე გააკეთა. კვირიკაშვილის თქმით, მოლაპარაკებები, სად გააგრძელებს საქმიანობას განათლების უკვე ყოფილი მინისტრი, ახლაც მიმდინარეობს.
„სანდროსთან ვსაუბრობთ, შესაძლოა ის დიპლომატიურ სამსახურშიც წავიდეს,
თუმცა მას როგორც ვესაუბრე, გული ისევ განათლების სფეროში, ზუსტად პედაგოგიური საქმიანობისკენ, მისი ბიზნესსაქმიანობისკენ მიუწეს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ჩვენი გუნდის წევრია და ღირსეული ადამიანია,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
განათლების მინისტრის თანამდებობას მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია.
პრემიერმინისტრის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდე ჯეჯელავამ მინისტრის პოსტი 2016 წლის ივნისის თვეში დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე თამარ სანიკიძე ჩაანაცვლა.
ალესანდრე ჯეჯელავას თქმით, მინისტრობა მის გეგმებში არ შედიოდა, თუმცა მეგობარს, გიორგი კვირიკაშვილს, მისი დარწმუნება არ გასჭირვებია.
განათლების ახალი მინისტრი – ყველა ის რეფორმა, რომელიც წარმატებული იყო გაგრძელდება
„ჩემი მთავარი გამოწვევა განათლების ხარისხზე ზრუნვა იქნება“ – განათლების ახალი მინისტრი
- „თითქმის ყოველი მესამე 15 წლის მოზარდი არ ფლობს საბაზისო მათემატიკურ უნარებს“ – რა საფრთხეზე მიუთითებს ევროკომისიის ანგარიში by მასმედია
- უშუქობის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის 10-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა by მასმედია
- აფხაზეთში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება – სოხუმში ენერგოკრიზისზე საუბრობენ by მასმედია