ეპიდვითარების გართულებას მომზადებული უნდა დახვდეს განათლებაც და საზოგადოებაც – დისტანციური სწავლების რეკლამირებისთვის 199 996 ლარი დაიხარჯება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ჯანდაცვის უწყებასთან ერთად სექტემბერში სასწავლო პროცესის განახლებისთვის ემზადება, როგორც ტრადიციულ ფორმატში, ასევე დისტანციური სწავლების მოდელით. სწორედ ამიტომ მოსახლეობის უკეთ ინფორმირებულობის მიზნით, დისტანციური სწავლების დადებითი მხარეების წარმოსაჩენად, სამინისტრო პიარ კამპანიის ჩატარებას გეგმავს და ამისთვის 199 996 ლარს დახარჯავს.
აღნიშნული კამპანია სამინისტროს 15 ივნისიდან 18 ივლისის პერიოდში უნდა ეწარმოებინა, თუმცა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სიტუაციის გამო, მთავრობის განკარგულება დაგვიანებით გამოიცა და საკომუნიკაციო კამპანიის განსაზღვრულ ვადებში ჩატარება ვეღარ მოხერხდა. განათლების სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კვლავ მიმართავს, რომ ზემოთ ხსენებული მომსახურება გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძინოს. ახალი ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 14 სექტემბრამდე იქნება განსაზღვრული.
„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებით ემზადება ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, როგორც ტრადიციულ ფორმატში, ასევე დისტანციური სწავლების მოდელით. მაგრამ ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე დაყრდნობით და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით სავარაუდოა, რომ კორონავირუსის (COVID 19) შემთხვევებმა შესაძლოა განაგრძოს მატება და სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ საგანმანათლებლო სისტემაში შესაძლო ეპიდვითარების გართულებით გამოწვეულ ცვლილებებს მომზადებული დახვდეს არამხოლოდ საგანმანათლებლო სექტორი, არამედ საზოგადოებაც. სწორედ ამიტომ კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს ზემოხსენებული კამპანიის განხორციელება და საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე“, – ვკითხულობთ სამინისტროს განაცხადში.
დოკუმენტის მიხედვით, საინფორმაციო/საკომუნიკაციო კამპანიის მომსახურება შემდეგ კომპონენტებს მოიცავს: კრეატივი: – კრეატიული კონცეფცია * აღსრულება: – ქეის ისტორიები | ფოტოგადაღება – ეპოქები | ფოტოგადაღება – რესპონდენტები | ვიდეოგადაღება – მთავარი ვიდეო * სარეკლამო: – ქეის ისტორიები | ფოტო პოსტები – ეპოქები | ფოტო პოსტები – რესპონდენტები | ვიდეო პოსტები – მთავარი ვიდეო * პიარ გაშლა: – სტატიები
დოკუმენტაციაში მითითებული არ არის რომელი კომპანიებთან თანამშრომლობით უნდა აწარმოოს საინფორმაციო კამპანია სამინისტრომ.
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE