ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადები ცნობილია
2016-2017 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 20 ოქტომბერს დაიწყება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეებს რეგისტრაციის გავლა 10:00 საათიდან შეეძლებათ და 31 ოქტომბერს 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობაზე.
წელს პირველად ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ელქტრონული ფორმით ჩატარდება.
მოსწავლეები 2016-2017 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ თითოეულ საგანში/საგნებში კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად.
2016-2017 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის თითოეული საგნის შესაბამისად, განსაზღვრული კონკრეტული კლასი/კლასები იხილეთ დანართში.
-
ზამთრის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო – დეტალები და საფასური
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბერს დაიწყება – ვადები და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რამდენით გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს მეორადი ჩარიცხვების 2-ჯერ გამოცხადებით – სტატისტიკა
by ARIS.GE-განათლება