ერთიანი ეროვნული გამოცდის ყველა საგნის სტატისტიკური ანალიზი ცნობილია – გამოცდები 2017
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის ეროვნული გამოცდის ყველა საგნის სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა.
სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება. ამის გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთაც გამსვლელი “ნედლი” ქულა ვერ მიიღეს, მაგრამ მათი გათანაბრებული ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე მეტი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ტესტის ერთი ვარიანტის არსებობის შემთხვევაში (მაგ.: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია.) არ გამოიყენება გათანაბრების წესი. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის გასაგრძელებლად აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მიიღოს კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო მინიმალური ქულა ან მეტი).
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები მათემატიკაში – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ბიოლოგიაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რეპეტიტორი: „ზოგადი უნარების გამოცდის აღდგენა უნდა მოითხოვოს ყველამ, სხვა მხრივ წყლის ნაყვაა ყველაფერი“
by განათლებული ბლოგი