GE

„სინამდვილეში, ჩვენ არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გვაქვს და არც ტექნიკური“

ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019-ის“ გამარჯვებული გიორგი ჭაუჭიძე, ჩვეული, იუმორნარევი კრიტიკით ეხმიანება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას:

„ძველი, ბოლომდე არგასულელებული კომუნისტები ეკლესიებში თავლებსა და აბანოებს ხსნიდნენ, რათა დანგრევისგან გადაერჩინათ ისინი.

ჰოდა, გეპეიში კაი დიდი სახინკლე რომ გახსნან?!
უი, გახსნილია უკვე?!
კაი. სხვა ვთქვათ.

როგორც იქნება, გვეღირსება:
– კარები იკეტება. შემდეგი სადგური უნივერსიტეტი…
უი, ესეც გვაქვს?!
კაი. სხვა ვთქვათ.

არ ჯობია, ორ ლაინერი გავაერთიანოთ და მძლავრი კატამარანი შევქმნათ?!
არ გაერთიანდება, ჩაიძირება?
#გავიცინეთგვეყოფა.

სინამდვილეში, ჩვენ არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გვაქვს და არც ტექნიკური.

ჩვენ გვაქვს საბჭოური წარმოდგენები უნივერსიტეტისა და დიპლომის შესახებ.

არც ერთი თავმოყვარე დამსაქმებელი დიპლომის ხათრით არ მიიღებს არც ერთი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს. არც მასწავლებელს, არც ექიმს, არც იურისტს, არც, მით უმეტეს, ინჟინერს… არც ერთს.

ჭკვიანი დამსაქმებელი ეძებს გონიერ და უნარიან ახალგაზრდებს და ზრდის. ასევე უნდა შეიქმნას უნივესიტეტებიც და არა მთავრობის გახსნა-დახურვით.

ასევე შეიქმნა თავის დროზე ტუ – ტფილისის უნივერსიტეტი. დღეს ჯარიდან თავის არიდების საბუთების სამჭედლო… #ფუნდამენტურირეფორმა”, – წერს გიორგი ჭაუჭიძე 4 თებერვალს, სოციალურ ქსელში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური