GE

„ეს ერთ-ერთი ძვირფასი და დაუვიწყარი სიტყვებია ჩემთვის, რაც მოსწავლეებისგან მომისმენია…“

ქართული ენისა ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, განათლების მეცნიერებების მაგისტრი, თამარ ლომიტაშვილი, იმ ისტორიის შესახებ წერს, რომელიც, როგორც თავად ამბობს პირად თუ პროფესიულ გაძლიერებაში დღემდე ეხმარება.

“ერთხელ მოსწავლემ მითხრა – იცით, რატომ მიყვარხართ?… მთელი გულით ცდილობთ, სამართლიანი იყოთ და ყველას თანასწორად მოგვექცეთო.

ეს ერთ-ერთი ძვირფასი და დაუვიწყარი სიტყვებია ჩემთვის, რაც მოსწავლეებისგან მომისმენია…
როცა ვიღლები, ან დროს ვერ ვპოულობ, ან სხვა მიზეზები ჩნდება ცხოვრებაში, განსაკუთრრბით ბოლო დროს და გავიფიქრებ, “შევეშვები”, “არაუშავს”, “ამ ერთხელ გავატარებ”, “ეგონოთ. რა ვქნა, მე ხომ ვიცი სიმართლე” და ა.შ. – ეს მოსწავლე მახსენდება, მისი სიტყვები მმატებს ძალას და საიდანღაც მოდის ახალი ენერგია და შემართება!

შეიძლება ბევრი რამის დათმობამ მოგვიწიოს ცხოვრებაში, მაგრამ სამართლიანობისთვის ბრძოლას არასდროს დავთმობ! ეს ნდობა, უნდა გავამართლო! მადლობა იმ პატარა გოგონასა და დიდ ადამიანს! (13-14 წლის)”, – წერს სოციალურ ქსელში 15 დეკემბერს გამოქვეყნებულ ისტორიაში მასწავლებელი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური