GE

ფულადი ჯილდო გრანტის მფლობელ პირველკურსელებს თერჯოლაში გადაეცემათ – თანხები და დოკუმენტების სია

ქალაქ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგადაწყვეტილებით, ფულად ჯილდოებს მიიღებენ 2023 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული გრანტის მფლობელი სტუდენტები.

ამის შესახებ შესაბამისი ცვლილება საკრებულომ ცვლილება შეიტანა შესაბამის დადგენილებაში, რომელიც 7 სექტემბრიდან ძალაშია.

პროგრამა არეგულირებს წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის,  სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა  და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესს.

განისაზღვრა ვინ მიიღებს ფულად ჯილდოს და რა ოდენობის იქნება თანხები მიღებული გრანტის მიხედვით. საუბარია სახელმწიფო გრანტის მფლობელ სტუდენტზე – თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულზე, რომელმაც საბიუჯეტო წელს  ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მიიღო სახელმწიფო სასწავლო  გრანტი.

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგი სახით:

100% -იანი სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტი – 500 ლარი;
70 % -იანი სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტი – 400 ლარი;
50 % -იანი სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტი – 300 ლარი.

საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი:

როგორც დადგენილებაშია განმარტებული, ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს:

  • სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის წერილობითი განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან;
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური