GE

განათლებაში დასაქმებულთა საშუალო თვიური და მედიანური ხელფასები ყველაზე დაბალია – უახლესი მაჩვენებლები საქსტატისგან

2022 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასულ წელთან შედარებით, 18.3 პროცენტით, ანუ 238.5 ლარით გაიზარდა და 1 543.0 ლარი შეადგინა.

ამ ინფორმაციასთან ერთად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს, 10 ოქტომბერს, დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი – 2022 -ის შესახებ მომზადებული ანგარიშიც გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2022 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 15.6 პროცენტით გაიზარდა და 1040 ლარი შეადგინა. ცნობისთვის, მედიანური ხელფასი ასახავს ანაზღაურებას, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს. საშუალო ხელფასი ყველა დასაქმებულის მიერ აღებული ხელფასის საშუალო არითმეტიკულია, მედიანური ხელფასი კი ასახავს ზუსტ მაჩვენებელს ყველაზე მაღალსა და დაბალ ხელფასებს შორის.

საქმიანობების სახეების მიხედვით კი, 2022 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სამთო მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 703 ლარი; ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 637 ლარი; სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 1 547 ლარი; მშენებლობა – 1 500 ლარი; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 1 425 ლარი.

რაც შეეხება განათლებას, (იქ დასაქმებულთა მედიანურ და საშუალო თვიურ ხელფასს), სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, განათლება ბოლო ადგილზეა როგორც საშუალო თვიური, ისე მედიანური ხელფასის მაჩვენებლებით. დოკუმენტის თანახმად, ამ საქმიანობის სფეროში მედიანური თვიური ხელფასი 2022 წელს 747  ლარი დაფიქსირდა, საშუალო თვიური ხელფასი კი 942 ლარი. ინფორმაციისთვის, 2021 წელს განათლების სფეროში დასაქმებულებისთვის მედიანური ხელფასი 649 ლარი, ხოლო საშუალო თვიური ხელფასი – 835 იყო.

2022 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე, წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასისა და საშუალო თვიური ხელფასის შედარება საქმიანობის სახეების მიხედვით, 2022 წელს:

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური