განათლების მინისტრი ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოსწავლის შესახებ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დღეს, ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის სკოლის მოსწავლის შესახებ სამძიმრის წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის გარდაცვალების გამო და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანაკლასელებს.
დღევანდელი შემთხვევა სკოლისა და სამინისტროსთვის, ისევე როგორც სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი ტრაგედიაა. ძნელია სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განვიცდით.
კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს, მხნეობასა და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ უმძიმეს წუთებში“.
დღეს, ახლად რეაბილიტირებული ვაკის პარკის შადრევანში კლასელებს ბურთი ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად თავდაპირველად შადრევანში 13 წლის ბიჭი ჩავიდა, რომელსაც დენმა დაარტყა. შადრევანში მის დასახმარებლად ჯერ თანაკლასელი ბიჭი, შემდეგ კი 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა და მასაც, თანაკლასელებთან ერთად დენმა დაარტყა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვები წყლიდან დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელმა ამოიყვანა და ადგილზე მყოფმა ადამიანებმა სასწრაფოს მოსვლამდე დახმარება აღმოუჩინეს. გოგონა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმის თქმით, ის გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ჩარევები უშედეგო აღმოჩნდა. კიდევ ერთი მოზარდის მდგომარეობა, რომელიც ასევე კლინიკაში იმყოფება, საყურადღებოა და კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ შესაბამის მკურნალობას გადის, მესამე მოზარდი კი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
-
24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა – გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა
by ინფოLIFE
-
„საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს ხარისხს განათლებაში?“ – დეპუტატი განათლების რეფორმაზე
by ინფოLIFE
-
სკოლის მანდატურის სამსახური ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ეძებს – კონკურსის პირობები და ხელფასი
by ინფოLIFE