GE

„განათლების სამინისტრო გადაქცეულია ერთ დიდ სკოლად“

„თუ რამით მაჩანჩალა ქვეყანა ვართ მსოფლიოში, მაჩანჩალა ვართ სწორედ განათლების სისტემით“, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა წევრმა, ჰერმან საბომ, დღეს, 16 დეკემბერს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

პარტიის ჯგუფმა საკანონმდებლო ორგანოში „თავისუფალი ტრიბუნით“ ისარგებლა და დეპუტატებს, საკუთარ შეხედულებებს სხვადასხვა მიმართულებებზე, 30 წუთის განმავლობაში აცნობდა.

„ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ განათლების სამინისტრო გადაქცეულია ერთ დიდ სკოლად, სადაც ბავშვებს ვექცევით, როგორც ერთ ყალიბზე მოჭრილ არსებებს და ერთი და იმავე წიგნებით, მეთოდებით, ერთსა და იმავე დროს და ასაკში ვასწავლით ერთსა და იმავეს და ამით, მორჩილი მუშის გაზრდას ვცდილობთ.

სტუდენტი: „მოსწავლეები სხვა რამეს ითხოვენ სკოლისგან და არ არიან კმაყოფილი იმით, რასაც სისტემისგან იღებენ“

„ჩვენი განათლების სისტემაში გამქრალია კონკურენცია განათლების მეთოდებს შორის, წიგნებს, მასწავლებლებსა და სკოლების შორის. განათლება ისეთივე პროდუქტია თავის შინაარსით, როგორც ჯანდაცვა, კვება, ჩაცმა. რაღაც რომ გვტკივა, ვირჩევთ კლინიკას, ექიმს, წამალს. მაგრამ, თუ განათლების ყიდვა გინდა, არ გვაქვს არცერთი ასეთი არჩევანი, ჩვენ არ შეგვიძლია, ავირჩიოთ სკოლა ან მასწავლებელი ან წიგნი, რადგან ყველაფერი ეს შეზღუდულია განათლების სამინისტროს მიერ. კერძო სკოლებიც კი, უბრალოდ კარგად შელესილი და გალამაზებული სკოლებია. პოლიციის ძალით გვაქვს აკრძალული განათლების ყველა მეთოდი, გარდა აგურის სკოლაში შეკეტილი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისა. შვილებზე, ბავშვებზე პასუხისმგებლობა უნდა დავუბრუნოთ მშობლებს და მათ მიერ არჩეულ მასწავლებლებს, ხოლო განათლების სამინისტრო, რაღაც ფორმით გასაუქმებელია“, – განაცხადა დეპუტატმა ჰერმან საბომ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური