განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია
განახლება: 3 დეკემბერს ხელმომწერთა რაოდენობა ათასს აჭარბებს.
დღეს, 29 ნოემბერს, გავრცელდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლების განცხადება, სადაც ხელმომწერები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანებიან, რომლის თანახმადაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
EDU.ARIS.GE განცხადებას და ხელმომწერთა სიას უცვლელად გთავაზობთ:
ჩვენ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები, საჯარო მოსამსახურეები წლების მანძილზე ვემსახურებით დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ ინტერესს. ჩვენთვის ეს გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, რომელიც შექმნის თანაბარ შესაძლებლობებს თითოეული ადამიანისათვის, კონკურენტუნარიანს გახდის ქართველ ახალგაზრდასა და მეცნიერს, მისცემს შესაძლებლობას შეუერთდეს მაღალი სტანდარტების სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეს და უზრუნველყოს საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს შენება-გაძლიერება.
ვთვლით, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.
შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი.
განხადებას ხელს აწერენ: (სია არის განახლებადი)
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE
- საქართველოს საუნივერსიტეტო საზოგადოება განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერები by ინფოLIFE
- დააკავეს პირი, რომელიც დაინტერესებულ პირებს საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში ჩართვასა და ვიზებს მოტყუებით ჰპირდებოდა by ინფოLIFE