გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მადლობა მასწავლებლებო!
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
მასწავლებელის დღის დაწესება 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღება სათავეს და მისი საერთშორისო დღედ გამოცხადების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
ამ დღის დაწესება მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
იუნესკო მიიჩნევს, რომ მასწავლებლის საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის გამოცხადება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
განათლების საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, დარწმუნებულია, რომ მასწავლებელთა საერაშორისო დღე მნიშვნელოვანი თარიღია, ის მთელს მსოფლიოში უნდა აღინიშნებოდეს და მის წესდებაში ჩადებული მუხლები ყველა ქვეყანაში მოქმედებდეს.
ყოველწლიურად, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, 5 ოქტომბერს პედაგოგები პროფესიულ დღესასწაულს ზეიმობენ და მათ შორის არც საქართველოა გამონაკლისი.
EDU.ARIS.GE თითოეულ მასწავლებელს ულოცავს პროფესიულ დღეს და წარმატებებს, შრომის ღირსეულ დაფასებასა და ჯანმრთელობას უსურვებს.
მადლობა მასწავლებლებო!
-
ჯილდო 1000 ლარი აბიტურიენტს, რომელიც ეროვნული გამოცდის ერთ საგანში უმაღლეს ქულას მიიღებს – რეგიონის საკრებულოს დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი გარკვეული დათქმებით განახლდა – „მოსწავლეთა დასწრება კარგია, ჩვეულებრივი“
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაწყობდება სასკოლო ფორმები და განთავსდება ფასდაკლების ბანერები – სია
by ამბები ზოგადი განათლებიდან